ახალი მსოფლიო, ახალი წესები - რა შეიცვლება კორონავირუსის შემდეგ

ეს პერსონა

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში დღის წესრიგი შეცვალა. ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა იქნება მომავალში. 
ჩვენ სტატიაში წაიკითხავთ, 9 პროგნოზს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს სამყარო მას შემდეგ, რაც  პანდემიას თავს დავაღწევთ:


#1    უკონტაქტო ეკრანები

არც ისე დიდი ხნის წინ,  სენსორულმა ეკრანებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა,  თუმცა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ბევრი ადამიანი სმარტფონების ზედაპირთან ხშირ კონტაქტს ერიდება. ასე, რომ მოსალოდნელია სენსორული ეკრანი  მომავალში ხმოვანი ინტერფეისებით ჩანაცვლდეს. ასევე, შესაძლოა გაფართოვდეს ისეთი ტექნიკის წარმოება, რომელიც ამოიცნობს ადამიანის სახესა და  ჟესტებს, რაც შეამცირებს ფიზიკურ შეხებას. 

 

#2    გაძლიერებული ციფრული ინფრასტრუქტურა

COVID-19-მა  ადამიანები „აიძულა“ სახლში დარჩენილიყვნენ და ემუშავათ დისტანციურად. გარდა ამისა,  ვვარჯიშობთ, ვესწრებით საგაკვეთილო თუ სალექციო პროცესს და ბევრ სხვა აქტივობას ვახორციელებთ. ამ ყველაფერმა დაგვაფიქრა, რომ ბევრი საკითხის მოგვარება სახლიდან გაუსვლელად, ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით შეგვიძლია.

 

#3  უკეთესი მონიტორინგი და მონაცემთა დიდი სისტემა

ტექნოლოგიებისა და GPS მონაცემების გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა სისტემების შექმნა, რომელიც მომავალში პანდემიასთან ბრძოლას კიდევ უფრო გაადვილებს. GPS-ის დახმარებით გავიგებთ ვის აქვს დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, ვისთან გვქონდა ურთიერთობა და სხვ. თუმცა ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი  პერსონალური მონაცემები გარანტირებულად დაცული იყოს.

 

#4    ვაქცინის შექმნა - AI-ის დახმარებით

რაც უფრო სწრაფად შექმნიან  ეფექტურ და უსაფრთხო პრეპარატს, მით მალე დავამარცხებთ პანდემიას. ხელოვნური ინტელექტი წარმატებით გამოიყენეს ნარკომანიის მკურნალობაში, ამიტომაც AI-ის დახმარება ვაქცინის შექმნის პროცესში ურიგო არ იქნება.

 

#5   ტელემედიცინა

კორონავირუსის გავრცელების შესაფერხებლად რიგ შემთხვევებში ექიმთან კონსულტაციაც კი სატელეფონო ზარით ხორციელდება. ამ სფეროში დისტანციურ მომსახურეობაზე  ინტერესი თანდათან იზრდება. 

 

#6  მეტი ონლაინ-მაღაზია

მსოფლიო პანდემიამ აჩვენა, რომ ონლაინ სერვისები ძალიან მნიშვნელოვანია . პოსტ-კორონავირუსული პერიოდის შემდეგ,  ალბათ ბევრ ბიზნესს მოუწევს გადაწყობა, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.

 

#7   გაზრდილი ნდობა რობოტებთან მიმართებაში

პანდემიის პირობებში კომპანიები უკვე ხედავენ რობოტების როლს, ამიტომაც შესაძლოა, რომ ეს მოწყობილობები  სხვადასხვა სისტემაში ფართოდ დანერგონ. 

 

#8  ციფრული ცოდნა

დღეს, მნიშვნელოვანია ციფრული ტექნოლოგიების ცოდნა, ამიტომ მოთხოვნადი გახდება ამ მიმართულებით ტრენინგები და დისკუსიები. 

 

#9   ელექტრონული სპორტის ზრდა

მართალია ფორმულა ერთის  ტრადიციულ რბოლას ვერ შემოგვთავაზებენ, მაგრამ ესპორტის განხორციელება ონლაინ, მარტივად შესაძლებელია.

2
3
5
3
11
კომენტარები
ეს პერსონა
Top