World Press Photo-ს ჟიურიმ წლის ფოტო დაასახელა

ეს პერსონა

World Press Photo ფოტოჟურნალისტებისთვის ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური დაჯილდოებაა. 16 აპრილს გასული წლის ლაურეატები დაასახელეს.

ნომინაციაში "წლის ფოტო"- სუდანში გადაღებულმა სურათმა სახელწოდებით „პირდაპირი ხმა“ გაიმარჯვა. ფოტო ანტისამთავრობო აქციაზე,  იაპონელმა ფოტოგრაფმა, იასუიოში ჩიბამ გადაიღო.  დემონსტრანტები  მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. კონკურსის მსაჯების თქმით, ჩიბას „პოეტური“ ფოტო ახალგაზრდობისა და ხელოვნების ძალას ასახავს.

ნომინაცია „წლის ფოტოს“ სხვა ფინალისტები:

#1 სტუდენტების შეტაკება სპეცრაზმთან ანტისამთავრობო გამოსვლების დროს (ალჟირი)

ფოტოგრაფი: ფარუკ ბათიშ (DPA)

გასული  წლის თებერვლიდან მოყოლებული ალჟირში ახალგაზრდების თაოსნობით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრაციებს 2019 წლის აპრილში, ალჟირის დიდი ხნის ლიდერის, აბდელაზიზ ბუტეფლიკას გადადგომა მოჰყვა .

81 წლის ბუტეფლიკა, ალჟირის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ვეტერანი იყო, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ის საჯაროდ დიდხანს არ გამოჩენილა. გადადგომისას მან ძალაუფლება გადასცა დროებით ხელისუფლებას, თუმცა დემონსტრანტები მოითხოვდნენ სამოქალაქო დემოკრატიის დაბრუნებასა და ბუტეფლიკას ადმინისტრაციასთან დაკავშირებულ ძველი გვარდიის წასვლას.

 

#2 დაშავებულ მებრძოლთან მნახველი მივიდა 

ფოტოგრაფი: ივორ პრიკეტი (The New York Times)

სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) 18 წლის მებრძოლს ფოტო,  გასული წლის 20 ოქტომბერს, ჰასაკეს ჰოსპიტალში გადაუღეს. თურქულ ძალებთან შეტაკებისას აჰმედ იმრაჰიმი მძიმედ დაშავდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.  დაზიანებები იმდენად შემაძრწუნებელი იყო, რომ ჯარისკაცის  შეყვარებული, თავდაპირველად  პალატაში შესვლას ვერ ბედავდა. ქალი მედდამ გაამხნევა, რის შემდეგაც მან  ოთახში შესვლა და აჰმედთან საუბარი შეძლო. 

 

#3  ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს, ნათესავები გლოვობენ

ფოტოგრაფი: მუგულეტა აიენ (AP).

2019 წლის 10 მარტს "ეთიოპიის ავიახაზების" თვითმფრინავი ადის-აბებადან რეის ET 302-ს ასრულებდა. თვითმფრინავი აფრენიდან  მალევე ჩამოვარდა, რის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი (157 ადამიანი) დაიღუპა.

 

#4 არაფერი პირადული - ომის უკანა ოფისი

ფოტოგრაფი: ნიკიტა ტერიოშინი.

2019 წლის თებერვალში აბუ-დაბიში გამართული საერთაშორისო თავდაცვითი გამოფენისა და კონფერენციის (Idex) მეორე დღეს ფოტოგრაფმა ნიკიტა ტერიოშინმა გადაუღო ფოტო ბიზნესმენს, რომელიც მალავს ორ ანტისარაკეტო ყუმბარმტყორცნს.

Idex უდიდესი თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენაა შუა აზიაში.

 

#5 გამოღვიძება

ფოტოგრაფი: ტომეკ კაჟორ (Duży Format, Gazeta Wyborcza).

15 წლის სომეხი გოგო, განყენებულობის სინდრომით (Resignation Syndrome) გამოწვეული კატატონიკური მდგომარეობიდან გამოფხიზლდა. ფოტო  პოლონეთში, ერთ-ერთ ლტოლვილთა ბანაკში, 2019 წლის ივნისში გადაიღეს.

ზემოთ აღნიშნული სინდრომი, პაციენტებს მოძრაობისა და მეტყველების უნარს აკარგვინებს. განსაკუთრებით ხშირია ფსიქოლოგიურად ტრავმირებულ ბავშვებში.  ევას  სინდრომი მაშინ დაატყდა თავს, როცა მისი ოჯახი შვედეთში თავშესაფარს ითხოვდა, თუმცა მათი მიმართვა არ დააკმაყოფილეს და ოჯახი პოლონეთში დაადეპორტეს. 8 თვის შემდეგ ევა გამოჯანმრთელდა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top