როგორ აფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას? - გამოკითხვა

ეს პერსონა

დღეს, საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა. გიორგი გახარიას განცხადებით, დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, ექვსი თვის განმავლობაში, ჯამში 1 200 ლარს მიიღებენ, ხოლო თვითდასაქმებულები, რომლებიც წარმოადგენენ შემოსავლის დამადასტურებელ საბუთს, მიიღებენ 300-ლარიან დახმარებას.

საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა შეზღუდვების მოხსნის გეგმაც. თუმცა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სასწავლო დაწესებულებები მუშაობას შემოდგომამდე, კვლავ, დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ. 27 აპრილიდან კი სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირებაც.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, დახმარების და ყურადღების შემდეგი ობიექტი სოფლის მეურნეობა და ფერმერობა იქნება.

"ეS პერსონა" დაინტერესდა - როგორ აფასებს ჩვენი მკითხველი მთავრობის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმას და გთავაზობთ გამოკითხვას:

როგორ აფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას?

ვფიქრობ, გაამართლებს 44% (92)
ვფიქრობ, არ გაამართლებს 34% (72)
დრო აჩვენებს 22% (45)
4
0
1
2
5
კომენტარები
ეს პერსონა
Top