Zoom-ის 5 ალტერნატიული აპლიკაცია

ეს პერსონა

COVID-19-ის პანდემიის პირობებში სულ უფრო მეტი  ორგანიზაცია გადადის  დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, რამაც შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი კომპანიის წისქვილზე წყალი დაასხა. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი  პროგრამა ZOOM-ია, რომელიც აქამდე  მხოლოდ იმ ადამიანებისთვის იყო ცნობილი, ვინც საქმიან და ბიზნეს შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში ესწრებოდნენ. ეს მოცემულობა კი, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ შეიცვალა. მიუხედავად დიდი პოპულარობისა, რიგი მიზეზების გამო Zoom-ს სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ. კომპანიის წარმომადგენლები  ირწმუნებიან, რომ არსებულ პრობლემებს მოკლე დროში აღმოფხვრიან. მანამდე კი, ჩვენ  Zoom-ის ალტერნატიულ აპლიკაციებს  შემოგთავაზებთ, რომლებიც  ონლაინ მუშაობის რეჟიმს გაგიმარტივებთ.


 

#1 Google Hangouts

ეს აპლიკაცია ონლაინ რეჟიმში 25 ადამიანის ჩართვის საშუალებას გვაძლევს.
დაგჭირდებათ Google ანგარიში (ჩვეულებრივ, Gmail ანგარიში) რის შემდეგაც შეძლებთ,  ელ.ფოსტის საშუალებით, ან საჯარო ბმულის გაზიარებით მეგობრები/თანამშრომლები მოიწვიოთ .
მაქსიმუმი: 25 ადამიანი - 10 ადამიანი კამერით
ხანგრძლივობა: ულიმიტო
პროგრამის ჩაწერა: კომპიუტერი, მობილური მოწყობილობა, ტაბლეტი

 

 

#2 Skype Meet Now
Skype-ს ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს, თუმცა უმრავლესობას  საკუთარი პროფილის მონაცემებიც კი აღარ ახსოვს.  Skype-ს ამჟამინდელ  მფლობელ Microsoft-ს  ძალიან კარგი სიახლე აქვს.
Skype Meet Now - ეს არის  სრულიად ახალი პლატფორმა, რომელიც არც რეგისტრაციას და არც აპლიკაციის ჩამოტვირთვას არ მოითხოვს.
მაქსიმუმი: 50 ადამიანი კამერით
ხანგრძლივობა: ულიმიტო
პროგრამის ჩაწერა: კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, ტაბლეტი

 

#3 Discord
ეს საკომუნიკაციო აპლიკაცია პოპულარობით სარგებლობს ვიდეოთამაშების მოყვარულებში, რაც ვფიქრობთ, კიდევ უფრო ამყარებს  პროგრამისადმი ნდობას, რადგან თამაშების მოყვარულები ყოველთვის ხარისხზე და სანდოობაზე ამახვილებენ ურადღებას. საბედნიეროდ პროგრამის გამოყენება ყველას შეუძლია.
ამასთან, სულ ცოტა ხნის წინ Discord–მა ვიდეო ზარების ლიმიტი 10 მომხმარებლიდან 50–მდე გაზარდა.
მაქსიმუმი: 50 ადამიანი კამერით
ხანგრძლივობა: ულიმიტო
პროგრამის ჩაწერა: კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, ტაბლეტი

 

#4 Zoho Meeting
Zoho-ს ონაილ-შეხვედრაში ერთდროულად 100-მდე ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება. აღსანიშნავია, რომ მომხარებელს არ სჭირდება რეგისტრაცია ან აპლიკაციის გადმოწერა. Zoho-ს დიზაინი და ინტერფეისი მარტივი და მოსახერხებელია.
მაქსიმუმი: 100 ადამიანი კამერით
ხანგრძლივობა: ულიმიტო
პროგრამის ჩაწერა: კომპიუტერი, მობილური, ტაბლეტი

 

 

#5 Microsoft Teams
ბიზნეს სექტორისათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოკონფერენციის აპლიკაციაა, რომელიც ახლა უკვე  ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი და რაც მთავარია უფასოა.
Microsoft Teams ასევე გთავაზობთ ძალიან მოსახერხებელ ფუნქციებს, როგორიცაა ფონის დაბინდვა (ასევე შესაძლებელია Zoom-შიც) და ხმაურის ჩახშობა. ასე, რომ თუ ერთ-ერთი მონაწილე ვიდეოჩეთის დროს "ჩიპსების" ხრაშუნს გადაწყვეტს ხელოვნური ინტელექტი ამ ხმას ჩაახშობს და საუბარში ხელი არ შეგეშლებათ.
მაქსიმუმი: 250 ადამიანი კამერით
ხანგრძლივობა: ულიმიტო
პროგრამის ჩაწერა: კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, ტაბლეტი

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top