მეფეს სადაც უნდა იქ დაიძინებს - ლომები სამხრეთ აფრიკის გზებზე

ეს პერსონა

სანამ პანდემიის გამო ადამიანები სახლში არიან, ცხოველებმა დრო იხელთეს. ასე მაგალითად: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კრუგერის ეროვნულ პარკში, ლომებმა ტურისტების არყოფნით ისარგებლეს. პარკის ზედამხედველი, რიჩარდ სოური სამსახუროებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც  შუა გზაზე წამოწოლილ ლომებს წააწყდა. კარანტინამდე ეს ადგილი ტურისტებით იყო სავსე.  სოურის თქმით, ავტომობილით მიახლოების და ფოტოების გადაღების შემდეგ, ცხოველები შეწუხებულები არ ჩანდნენ, მეტიც უმეტესობას ჩაეძინა.

„ლომები მიჩვეულები არიან ავტომობილების მოძრაობას. ტრანსპორტში მყოფ ადამიანებს ნაკლებად ერჩიან. ყველა ცხოველს უფრო მეტად, ფეხით მოსიარულე ადამიანების ეშინია, ამიტომ, ფეხით რომ მივახლოვებულიყავი, ისინი ასე ახლოს მოსვლის უფლებას არ მომცემდნენ“, - თქვა ზედამხედველმა.

 

სოურის თქმით, გზაზე გაშოტილი ლომები მას მხოლოდ ზამთრის ცივი ღამეების დროს უნახავს. მიუხედავად ამისა, პარკის ზედამხედველი მიიჩნევს, რომ  კარანტინი ცხოველთა ქცევაზე დიდად არ იმოქმედებს.

„კრუგერი ძალიან ველური ადგილია. ასეთი იყო და ველურ ადგილად დარჩა“, -თქვა სოურიმ.

კრუგერის ეროვნული პარკის წარმომადგენლის, ისააკ ფაჰალას ვარაუდით, ლომებს გზაზე წამოწოლისკენ სხვა ფაქტორმა უბიძგა. კერძოდ, მისი თქმით, სოურის ადგილზე პატრულირებას წინ უძღოდა წვიმიანი ამინდი, ამიტომ ლომები სველ ბალახს გაერიდნენ და მშრალ ასფალტზე წამოწვნენ.

ცნობისთვის, კრუგერი სხვა ველური ბუნების პარკების მსგავსად კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინის გამო, 25 მარტს ჩაიკეტა.

ზემოთაღნიშნული არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცხოველები პანდემიის გამო გათამამდენენ.  მაგალითად, უელსის ქალაქი ლანდიდნოდი თხებმა ფაქტობრივად "დაიპყრეს.

0
0
1
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top