რას უყურებენ რეჟისორები კარანტინში? - რომან პოლანსკის TOP 10 ფილმი

ეს პერსონა

კარანტინის ჟამს, როცა თითოეულ ჩვენგანს სახლში დარჩენა უწევს, მოწყენა ძალიან მარტივია. თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს. "ეS პერსონა" ზრუნავს თქვენს განწყობაზე და გთავაზობთ რომან პოლანსკის 10 საყვარელ ფილმს. გვერწმუნეთ, ეს თქვენს დღეებს  აუცილებლად გაამრავალფეროვნებს.
#დარჩისახლში

 

#1 ფედერიკო ფელინის 8½ (1963)
იტალიელი რეჟისორს გუიდო ანსელმს, (მარჩელო მასტროიანი) ახალი ფილმის გადაღებაზე მუშაობის პარალელურად, შემოქმედებითი კრიზისი ეწყება. Რეჟისორი საკუთარ ფიქრებში იწყებს მოგზაურობას, რომლებიც ძირითადად ძველ და ახალ სასიყვარულო ისტორიებს მოიცავს. ჩახლართული ოდისეები რეჟისორს ფილმის გადაღებაში ეხმარება, თუმცა ის ნელ-ნელა იაზრებს, რომ მისი ნამუშევარი ავტობიოგრაფიული  გამოდის. 

 

#2 Ინგმარ ბერგმანის “მეშვიდე ბეჭედი”/ The Seventh Seal (1957) 
Ფილმის მოქმედება მე-14-ე საუკუნის შვედეთში ვითარდება, სადაც რაინდი ანტონიუს ბლოკი (მაქს ფონ სიუდოვი) ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ სახლში ბრუნდება. Ამ დროს შვედეთში შავი ჭირის ეპიდემიაა. Ერთ დღეს რაინდი სიკვდილს (ბენგტ ეკეროტი) შეხვდება და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის ჭადრაკის მატჩს შესთავაზებს. Ბლოკს დრო იმისთვის სჭირდება, რომ ღმერთის არსებობის მტკიცებულება იპოვოს. Რაინდი, მოგზაურობისას მსახიობ იოფს (ნილს პოპე) და მის ცოლ მიას (ბიბი ანდერსონი) გაიცნობს. Მათი შეხვედრა რაინდს დაარწმუნებს, რომ ღმერთი ემპირიული მოცემულობა არ არის და ბედნიერებისთვის სიკეთის კეთება  საკმარისია. Ამიტომ, ბლოკი გადაწყვეტს მაქსიმალურად გაწელოს სამკვდრო-სასიცოცხლო მატჩი და სანამ ცოცხალია, ერთი ადამიანი მაინც გადაარჩინოს. 

 

#3 Ანჯეი ვაიდას “თაობა”/ A Generation (1955) 

“Თაობა” პირველი ფილმია ვაიდას ტრილოგიაში, რომელიც ნაცისტების მიერ ოკუპირებული პოლონეთის ცხოვრებას ასახავს. Სტახ მაზური (თადეუშ ლომნიცკი) ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც "წინააღმდეგობის მოძრაობას" შეყვარებული დოროთას (ურშულია მუდჟინსკა) გამო უერთდება. Ამასობაში, ნაცისტური კონტროლი უფრო მკაცრდება, ხოლო "წინააღმდეგობის მოძრაობაში" შიდა კონფლიქტები იწყება. 

 

#4 Ჟან კოქტოს “ლამაზმანი და ურჩხული”/ Beauty and the Beast (1946) 

Ამბავი ურჩხულზე, (ჟან მარე), რომელიც ლამაზ გოგონა ბელზეა (ჟოზეტ დეი) შეყვარებული. Გოგონაც იგივე გრძნობებს იზიარებს, თუმცა  Ურჩხულიმისი  ერთგულების შემოწმებას გადაწყვეტს; ბელის გასაღებს მისცემს და გააფრთხილებს, რომ გასაღები კონკეტულ  დროს უნდა  დააბრუნოს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სევდისგან მოკვდება. Ფილმი  სიკვდილის, სურვილისა და სილამაზის სურეალურ ხედვას ასახავს. 

 

#5 Ჩარლი ჩაპლინის “ცირკი”/ The Circus (1928) 
 Უსახლკარო (ჩარლი ჩაპლინი), რომელსაც კრიმინალური საქციელის ჩადენას აბრალებენ, პოლიციისგან თავის დასაღწევად ცირკში აღმოჩნდება. Გმირის ქმედებები მაყურებლისგან აპლოდისმენტებისა და სიცილის ტალღას გამოიწვევს, რის შედეგადაც ცირკის დირექტორი (ალ ერნსტ გარსია) მას სამსახურს შესთავაზებს. პროტაგონისტი სიყვარულსაც იპოვის- მშვენიერ გოგონას (მერნა კენედი), რომელიც ტანად აკრობატზეა (ჰარი კროკერი) შეყვარებული.  

 

#6 Რენე კლემენტის “აკრძალული თამაშები”/ Forbidden Games (1952) 

Ნაცისტების საჰაერო დაბომბვის შედეგად, ობლად დარჩენილი (ბრიჟიტ ფოსე), ახალგაზრდა პარიზელი გოგონა, პოლეტი, (ჟორჟ პუჟული) ცოტათი უფროს გლეხ ბიჭს, მიშელს გაიცნობს, რომელთანაც მალევე დამეგობრდება. Ერთად, ისინი ქაოტურ სამყაროში გადარჩენას ცდილობენ და უფრო ახლოდან ეცნობიან სიკვდილს. Ომი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შემოდის, რადგან პოლეტის მიშელთან ცხოვრება,  ოჯახისთვის ძალიან რთული ხდება. 

 

#7 Მაიკლ პოუელის “მოთვალთვალე”/ Peeping Tom (1960
Მარკ ლუისი (კარლ ბოემი) დღის განმავლობაში კინო სტუდიაში მუშაობს ღამე კი, ქალებს საქსუალური ხასიათის ფოტოებს უღებს. Ამასთან ერთად, ლუისი დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს,  რომლის მთავარი თემაც შიშია, ხოლო შესასწავლი "მასალა", ადამიანები არიან, რომელთაც კლავს, ამანმდე კი მათ რეაქციებსაც  კამერით აფიქსირებს. როდესაც მარკი ელენს (ანა მასი) გაიცნობს და თავისი ფილმის შესახებ ზედაპირულად მოუყვება, ქალი გადაწყვეტს მის  სახლში შეიპაროს და ფილმის ჩანაწერი ნახოს. Გოგონას შიში ათმაგდება, როცა ხვდება, რომ მარკმა ის გამოიჭირა. 

 

#8 Ორსონ უელსის “ბოროტების კვალი”/ Touch of Evil (1958) 
ამერიკისა და მექსიკის საზღვარზე ყუმბარის აფეთქების შემდეგ, მექსიკელი გამომძიებელი მიგელ ვარგასი (ჩარლტონ ჰესტონი) ამერიკელ პოლიციელ ჰანკ ქუინლანთან (ორსონ უელსი) ერთად, გამოძიებას იწყებს. Როცა ვარგასი მიხვდება, რომ ქუინლანი და მისი პარტნიორები მტკიცებულებებს აყალბებენ და ცდილობენ უდანაშაულო ადამიანი  ციხეში გამოკეტონ, მისი და მისი ცოლის სიუზის (ჯანეტ ლი) ცხოვრება რისკის ქვეშ დგება. 


#9 Კეროლ რიდის “მესამე ადამინი”/ The Third Man (1949
Ფილმში მოქმედება ავსტრიაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვითარდება. Ჰოლი მარტინსი (ჯოზეფ კოტენი), უესტერნების მწერალია, რომელიც თავის მეგობართან, ჰარი ლაიმთან (ორსონ უელსი) ჩამოდის, თუმცა მას გარდაცვლის პოულობს. Მარტინი კონსპირაციის თეორიას აწყობს როცა იგებს, რომ მისი მეგობრის სიკვდილს “მესამე ადამიანი” შეესწრო. 

 

#10 Ალფრედ ჰიჩკოკის “ფსიქო”/ Psycho (1960)

Მარიონ ქრეინი (ჯანეტ ლი) სამსახურიდან 40 000$ მოიპარავს რათა თავის შეყვარებულთან (ჯონ გევინი) ერთად ახალი ცხოვრება დაიწყოს. Მარიონი ქალაქიდან მარტო  გარბის. გზად  საშინელ წვიმაში მოხვდება რის გამოც   ღამის გათენება “ბეითს მოტელში”უწევს. Მოტელში ის ერთადერთი სტუმარია, რომელსაც მფლობელი განსაკუთრებული სითბოთი ექცევა. ახალგაზრდა ნორმან ბეითსი (ენთონი პერკინსი) თავიდან მშვიდი, ზრდილობიანი და ძალიან საყვარელი ადამიანი ჩანს, თუმცა მისი ინტერესი ტაქსიდერმიის მიმართ და საკმაოდ უცნაური ურთიერთობა დედასთან, ბეითსის მეორე მხარესაც ავლენს. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top