რატომ აკრძალეს კომპიუტერული თამაშები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ეს პერსონა

კორონავირუსის პანდემიამ ადამიანები სახლში გამოკეტა. გულის მოსაოხებლად  ბევრმა კომპიუტერულ თამაშებს მიაშურა, თუმცა ამის შესაძლებლობა ყველგან არ აქვთ - რიგ ქვეყნებში გარკვეული სახის თამაშები აკრძალულია. ერთის მხრივ, თამაშებზე კონტროლი და ასაკობრივი შეზღუდვების დაწესება აუცილებელია, რადგან ზოგიერთი მათგანი ძალადობას და ეროტიკულ სცენებს შეიცავს; მეორეს მხრივ, ზოგიერთი ქვეყანა არასაჭირო  ცენზურით ყოველგვარ ზღვარს ცდება. ამის მაგალითებს ჩვენ გთავაზობთ.  

 

#1 ჩინეთი

ბოლო პერიოდში ჩინეთმა კომპიუტერული თამაში - Animal Crossing: New Horisons დაბლოკა, თუმცა ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებია. სინამდვილეში აკრძალვა ჰონგ-კონგის მასობრივ პროტესტებს უკავშირდება.

ცნობისთვის, გასულ  წელს ჩინეთის მთავრობის ახალმა კანონპროექტმა ჰონგკონგელები ქუჩაში გამოიყვანა. მათი აზრით, ცვლილებებით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება. მასშტაბური საპროტესტო აქციები უხანში კორონავირუსის აფეთქებამდე გრძელდებოდა. ჩინეთი ჩაიკეტა, ხოლო პროტესტის მონაწილეები, სხვების მსგავსად, სახლში დაბრუნდნენ, თუმცა მათ მშვენიერი გამოსავალი იპოვეს. ამჯერად ხალხმა აქცია ვირტუალურად,   Animal Crossing: New Horisons-ის გამოყენებით გამართა. მომიტინგეებმა გაამზადებეს ბანერები და პლაკატები და მოაწყვეს ვირტუალური აქციები. პეკინმაც არ დააყოვნა და Animal Crossing: New Horisons  ოფიციალურად აკრძალა.

2005 წელს სტუდიამ Sports Interactive-მა Football Manager-ის სერიის მორიგი ნაწილი გამოუშვა. უცნობი მიზეზების გამო ტაივანი და ტიბეტი, რომლებიც ჩინეთის შემადგენლობაში შედიან, აღნიშნულ სპორტულ სიმულატორში დამოუკიდებელი ქვეყნების სტატუსით იყვნენ წარმოდგენილი. ჩინეთში მოქმედებს სპეციალური ორგანიზაციები, რომლებიც ამოწმებენ, შეესაბამება თუ არა კონტენტი კანონმდებლობას. Football Manager ჩინეთის კანონმდებლობას არღვევდა, რასაც მოჰყვა სპორტული სიმულატორის სრული აკრძალვა.

ჩინური ცენზურის კიდევ ერთი მსხვერპლი Battlefield 4 გახდა, რადგან რეიტინგულ კომისიას სტუდია DICE-ის პროექტის ზოგიერთი სიუჟეტური ხაზი არ მოეწონა. კერძოდ, შანხაიზე სამთავრობო შეთქმულების შეჩერების მოტივით ჩინეთში შექმნილი არეულობა და ამერიკული ჯარის თავდასხმა. ჩინური მხარის განმარტებით, თამაშის შემქმნელები ცდილობდნენ ჩინეთის იმიჯის დისკრედიტაციას.

 

#2 ირანი

ჩინეთის მსგავსად, თავის დროზე ირანმა სამხედრო სიმულატორი Arma 3 აკრძალა. საქმე ისაა, რომ თამაშის შექმნელებმა თამაშში ახლო მომავლის გამოგონილი კონფლიქტი შეიტანეს, სადაც NATO ირანისა და ჩინეთის გაერთიანებული ჯარს, ცალკე კი რუსეთს ებრძვის. ამ შემთხვევაში კეთილ გმირად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იყო წარმოჩენილი, რაც თეირანს აშკარად არ აწყობდა.

ირანულ ცენზურას ვერც Pokemon GO გადაურჩა. 2016 წელს სოც. ქსელებში გაჩნდა კოსნპირაცია, რომლის მიხედვით, Pokemon GO მომხმარებელთა კამერებიდან აღებულ ყველა მონაცემს აშშ-ს გამოძიების ფედერალურ ბიუროს გადასცემდა. ვარაუდობენ, რომ ესეც გახდა თამაშის აკრძალვის ერთ-ერთი მიზეზი, თუმცა ამ თეორიის დამტკიცება ვერავინ შეძლო.


#3 ვიეტნამი

1992 წელს ვიეტნამის მთავრობამ Mega Man 5 აკრძალა. თამაშს ბანი დაედო Napalm Man-ის გამო, რადგან ამ პერსონაჟთან ბრძოლა, მხოლოდ მიწისქვეშა გამოქვაბულში იყო შესაძლებელი. მთავრობის განმარტებით, ეს იწვევდა ვიეტნამის ომთან ასოციაციებს. აღსანიშნავია, რომ  Call of Duty:Black Ops-ში უფრო მკაფიოდ მიუთითებდნენ ვიეტნამის ომზე, თუმცა ეს თამაში არ აუკრძალავთ...


#4 აკრძალვა ღმერთის ხსენების გამო 

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სიტყვა "ღმერთის“ ხსენების გამო Injustice:Gods Among Us-ის გაყიდვა აკრძალეს, სინგაპურში კი - God of War-ის ყველა ნაწილი დაბლოკეს( ბანი ეხებოდა ასევე თამაშში არსებულ სექსუალურ სცენებსა და ძალადობას).

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top