მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 მილიონს აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს 207 090 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა - 882 552 პირი.
ჩინეთში ეპიდემიის აფეთქება გასული წლის ბოლოს,ჰუბეის პროვინციის დედაქალაქ უჰანში მოხდა, შემდეგ კი ინფექცია მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.