რიო-დე-ჟანეირო პორტუგალიის დედაქალაქი იყო - 15 საინტერესო ფაქტი ბრაზილიის შესახებ

ეს პერსონა

ბრაზილია ყავის, სერიალების, ფეხბურთისა და კარნავალების სიმბოლოდ მიიჩნევა, თუმცა ეს მცირე ნაწილია იმისა, რაც ამ მრავალფეროვან ქვეყანას ახასიათებს.

ბრაზილიის უკეთ გასაცნობად, რამდენიმე უცნობი ფაქტის შესახებ მოგიყვებით.

#1 1808-1815 წლებში რიო-დე-ჟანეირო პორტუგალიის დედაქალაქი იყო

 ნაპოლეონის ჯარების მიერ ლისაბონის ოკუპაციის შიშით, პორტუგალიის სამეფო ოჯახი საცხოვრებლად ბრაზილიაში გადავიდა. მაშინ ქვეყანა  პორტუგალიის კოლონია იყო. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ევროპის ქვეყნის დედაქალაქი სხვა კონტინენტზე მდებარეობდა.

 

#2 ქალაქი ბრაზილია 41 თვეში (3.5 წელზე ნაკლებ დროში) ააშენეს

ახალი ქალაქის მშენებლობა 1956-1960 წლებში მიმდინარეობდა. მანამდე, 197 წლის განმავლობაში ბრაზილიის დედაქალაქი რიო-დე-ჟანეირო იყო.

 

#3 ბრაზილიელებს სან-პაულუს შტატის სანაპიროდან, 35 კილომეტრით დაშორებულ კუნძულ კეიმადა-გრანდიზე გამგზავრება ეკრძალებათ

საქმე იმაშია, რომ კუნძული გველების მიერ არის "ოკუპირებული". ყოველ კვადრატულ მეტრზე 5-6 ქვეწარმავალი მოდის, თუმცა კუნძულის ფართობი მხოლოდ 430 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

 

#4 კოლონიალიზმის პერიოდში აფრიკიდან ჩამოყვანილ ყველა მონას ერთი გვარი  - სილვა ჰქონდა

ამჟამად ეს გვარი ყველაზე გავრცელებულია ბრაზილიაში.

 

#5 იაპონიის შემდეგ, ყველაზე მეტი იაპონელი სწორედ ბრაზილიაში ცხოვრობს

ბრაზილიის გეოგრაფიისა და სტატისტიკის ინსტიტუტის 2014 წლის მონაცემებით, ბრაზილიაში 1.5 მილიონამდე იაპონელი  ცხოვრობს. ეროვნებით იაპონელმა ხალხმა ბრაზილიაში ემიგრირება  მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო.

 

#6 ჟესტი - OK ბრაზილიაში შეურაცხყოფად ითვლება

ეს ჟესტი კონკრეტული ადამიანისადმი ნეგატიურ განწყობას გამოხატავს.

 

#7 დაწყებითი სკოლის მოსწავლეები, თავიანთ სარძევე კბილებს საკლასო ხელმძღვანელებთან აბარებენ, ისინი კი - სტომატოლოგიურ კლინიკებში

ამ კბილებისგან პროტეზებს ამზადებენ მოზარდებისთვის, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო კბილები დაკარგეს.

 

#8 ბრაზილიელების სრული სახელი

რიგითი ბრაზილიელის სრული სახელი სამი ნაწილისგან შედგება: საკუთარი სახელი, დედის და მამის გვარები. მაგალითად: მარია ფერეირა და სილვა.

 

#9 სამედიცინო დახმარების ტესტი და ახალწვეულები

ახალწვეულს შეუძლია სავალდებული სამხედრო სამსახურისგან თავის დაღწევა, თუკი სამედიცინო დახმარების ტესტს წარმატებით ჩააბარებს

 

#10 ქვეყნის დედაქალაქი ბრაზილია, ზემოდან სამგზავრო თვითმფრინავს ჰგავს

ქალაქის არქიტექტორი, ლუსიო კოსტა ამტკიცებდა, რომ დაპროექტებისას სურდა, ქალაქი უზარმაზარ პეპელას დამსგავსებოდა.

 

 

#11 რიო-დე-ჟანეიროში 22:00 საათიდან 00:05 საათამდე, მძღოლებს წითელზე გავლა შეუძლიათ

ასეთი წესი შემოიღეს იმისათვის, რომ გაჩერებისას მძღოლები არ გაძარცვონ.

 

#12 თანამედროვე მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ორი, ბრაზილიაში  მდებარეობს

ერთ-ერთი მათგანია ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში, მეორე კი -  მდინარე ამაზონი.

 

#13 ბრაზილიის ჰიმნის შინაარსი ბევრმა მოქალაქემ არ იცის

ბრაზილიის ჰიმნი იმდენად რთული სიტყვებისა და წინადადებებისგან შედგება, რომ ყველა მოქალაქეს შინაარსი სრულად არ ესმის.

 

#14 ბრაზილიაში წუწუნი (ახლობლებთანაც კი) ცუდ ტონად ითვლება

 შესაძლოა სწორედ ეს განაპირობებს  ბრაზილიელების იმიჯს, რომლებიც ცნობილები არიან პოზიტიურობითა და ცხოვრების სიყვარულით. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top