დეტექტიური ჟანრის 10 გამორჩეული წიგნი და მათი ეკრანიზაცია

ეს პერსონა

1841 წლის 20 აპრილს ფილადელფიურ ჟურნალ “Graham’s Magazine”-ში ისტორიაში პირველი დეტექტიური ჟანრის ნაწარმოები გამოქვეყნდა. ეს ამერიკელი მწერლის, ედგარ ალან პოს მოკლე მოთხრობა, “მკვლელობა მორგის ქუჩაზე” იყო. სწორედ აღნიშნული თარიღია ნულოვანი წერტილი, საიდანაც  დეტექტიური ჟანრის განვითარების ისტორია იწყება. 

Მოთხრობაში, Ოგიუსტ დიუპენი, ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც  ანალიტიკური ანალიზის  საოცარი უნარი გააჩნია. ის  2 ქალის სასტიკ მკვლელობას იძიებს, რომელიც პარიზში, მორგის ქუჩაზე მოხდა.  Დიუპენის პერსონაჟის ჩამოყალიბებისას და მათი თავგადასავლების აღწერისას, პომ არა-ერთი "მწერლური ხრიკი" გამოიყენა, რომელიც მომავალში ართურ კონან დოელს თუ აგათა კრისტის, ყველაზე ცნობილი გამომძიებლების, შერლოკ ჰოლმსისა და ერკიულ პუაროს შექმნაში გამოადგათ. Ასე გახდა ოგიუსტ დიუპენი, მომავლის ლიტერატურული გამომძიებლის არქეტიპი. 

საგულისხმოა, რომ ტერმინი დეტექტივი, მოთხრობის გამოცემიდან, მხოლოდ 25 წელიწადში შეიქმნა, ხოლო  ბევრი ლიეტერატურათმცოდნე მიიჩნევს, რომ   პოს ნაწარმოები დღემდე საუკეთესოა.

დეტექტიური ჟანრის შექმნის დღის აღსანიშნავად, "ეს პერსონა" გთავაზობთ 10 ყველაზე საინტერესო დეტექტივს, რომელთა სიუჟეტის მიხედვით, ფილმებიც შეიქმნა - წაიკითხავთ თუ უყურებთ, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია! 

Ისიამოვნეთ და რა თქმა უნდა #დარჩითსახლში 

 

#1 📚Თომას ჰარისისა (1988) და 🎥ჯონათან დემეს (1991) “კრავთა დუმილი”/ Silence of the Lambs

Გამოძიების ფედერალური ბიურო, უცნობი სერიული მკვლელის დანაშაულების გამოძიებას სცდილობს, თუმცა წარუმატებლად - მკვლელი არანაირ კვალს არ ტოვებს. Მაშინ,  გადაწყვეტენ რჩევა ყველაზე საშიშ მჯავრდებულს, მკვლელ-კანიბალს ჰკითხონ, რომელიც ფსიქიატრიული საავადმყოფოს იზოლირებულ საკანში იმყოფება. Მასთან სასაუბროდ Გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიის კურსდამთავრებულს, ახალგაზრდა კლარისა სტარლინგს უშვებენ. 

 

#2 📚Კორნელ ვულრიჩისა (1942) და 🎥 ალფრედ ჰიჩკოკის (1954) “ეზოში გამავალი ფანჯარა”/ Rear Window 

Ამბავი ფეხმოტეხილ ფოტოგრაფზეა, რომელიც უსაქმურობის დროს, ფოტოაპარატის უშველებელი ლინზით მეზობლების ფანჯრებს ათვალიერებს. ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე ცხელი დღეს, წყვილის ფანჯარაში, რომელთაც მუდმივად კონფლიქტი აქვთ,  ძალიან უცნაურ სცენას შენიშნავს და გადაწყვეტს, რომ მკვლელობის თვითმხილველი გახდა. გამოძიებაში მას მომვლელი და შეყვარებული ეხმარება.

 

#3 📚რეიმონდ ჩანდლერისა (1939) და 🎥ჰოუარდ ჰოუკის (1946)  “გრძელი სიზმარი”/ The Big Sleep  

გენერალი სტრენვუდის ქალიშვილს ვიღაც აშანტაჟებს. ის საქმის გასახსნელად   Კერძო გამომძიებელ ფილიპ მარლოუს დაიქირავებს. გამომძიებელს  კარმენის უფროსი და ეხმარება, რომელიც დარწმუნებულია, რომ სიტუაცია გაცილებით უფრო ჩახლართულია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. Როცა სტერნვუდთან დაკავშირებული ადამიანების მკვლელობების სერია იწყება, მარლოუ თავსატეხის ქარბუქებში ეხვევა. 

 

#4 📚Უმბერტო ეკოსა (1983) და🎥 ჟან-ჟაკ ანოს (1986) “ვარდის სახელი”/ The Name of the Rose 

XIV საუკუნის იტალიაში, ფრანცისკანელი Ბერი უილიემ ბასკერვილელი და მისი მოსწავლე ადსო სააბატოში გაემგზავრებიან, სადაც ადგილობრივი მღვდელი უცნაურ ვითარებაში კვდება. ბერი უილიამი გამოძიებას იწყებს და ხვდება, რომ საქმე მკვლელობასთან აქვს. Გამოძებას, პროტაგონისტი სააბატოს ბიბლიოთეკის იდუმალ სიღრმეებამდე მიჰყავს. 

 

#5 📚Დენის ლიჰეინისა (2003) და 🎥მარტინ სკორსეზეს (2010) “წყეულთა კუნძული”/ Shutter Island


Მარშალი ტედი დენიელსი და მისი დამხმარე, ეშკილიფის საავადმყოფოში მიემგზავრებიან, რომელიც მასაჩუსეთის შტატში, ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობს. Მათი ჩასვლის მიზეზი ჩარაზული ოთახიდან, პაციენტის გაუჩინარება გახდა. Გამოძიების მანძილზე დენიელსი ხვდება, რომ ციხის კედლები საშინელი სისასტიკის საიდუმლოებებს ინახავენ. Რაც უფრო წინ მიდის გამოძიება, მით უფრო აშკარა ხდება, რომ კუნძულიდან გაღწევა შეუძლებელია… 


#6 📚Აგათა კრისტისა (1934) და 🎥ქენეთ ბრანას (2017) “მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში”/ Murder on the Orient Express 

Ევროპის მაშტაბით ყველაზე მდიდრული მატარებლით მგზავრობა, თვალის ერთ დახამხამებაში მისტიკურ და საშიშ მოვლენად იქცევა. აღმოსავლეთ ექსპრესის ვაგონში ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, მსოფლიოს საუკეთესო გამომძიებელი ერკიულ პუარო ცამეტივე მგზავრზე იღებს ეჭვს და ცდილობს იქამდე მიაგნოს საიდულმოს გასაღებს, სანამ მკვლელი მეორე მსხვერპლზე არ გადავა. 


 

#7 📚Რობერტ გრეისმითისა (1986) და 🎥დეივიდ ფინჩერის (2007) “ზოდიაქო”/ Zodiac 

“ზოდიაქოს” ფსევდონიმით ცნობილი Სერიული მკვლელი, 12 წლის განმავლობაში სან-ფრანცისკოს ატერორებდა.  Ამბავი დაყრდნობილია  საქმის გამოძიების დროს მოპოვებულ  რეალურ მასალაზე.  


#8 📚Პატრიცია ჰეიმსისა (1955) და 🎥ენტონი მინგელას (1999) “ნიჭიერი ბატონი რიპლი”/ The Talented Mr. Ripley

Ტომ რიპლი მზად არის ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ამერიკის ელიტარულ წრეს შეერიოს. Რიპლი  ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს შემთხვევით გაიცნობს და მალევე ახერხებს მისი ნდობის მოპოვებას. შედეგად მილიონერი რიპლის საკმაოდ დელიკატურ დავალებას აკისრებს: იტალიაში უნდა გაფრინდეს და აიძულოს მილიონერის შვილს სახლში დაბრუნება.   

 

#9 📚Სერ ართურ კონან დოილისა (1902) და 🎥ტერენს ფიშერის (1959) “ბასკერვილების ძაღლი”/ The Hound of the Baskervilles 

Შერლოკ ჰოლმსი ინტერესდება საუკუნოვანი ლეგენდით, რომლიც თანახმადაც მდიდარი ბასკერვილების ოჯახის ყველა თაობის წევრი ურჩხული ძაღლის მსხვერპლი ხდება. Ჰოლმსი დარწმუნებულია, რომ ამ ლეგენდას რეალური საფუძველი აქვს. Მეტი ინფორმაციის მისაღებად, ის ექიმ უოტსონს დევონშირში აგზავნის. როდესაც Ერთადერთი გადარჩენილი ბასკერვილი, სერ ჰენრი ურჩხული ძაღლის თათების უზარმაზარ კვალს აღმოაჩენს,  ხვდება, რომ იქ, მხოლოდ უოტსონის ყოფნა საკმარისი არ არის.


 
 

#10📚Იუ ნესბოსა (2007) და 🎥 თომას ალფრედსონის  (2017) “თოვლის კაცი”/ Snowman

Ცნობილი დეტექტივი ჰარი ჰოული აღმოაჩენს,  რომ უკვე 24 წელია რაც ნორვეგიაში, პირველი თოვლის მოსვლის დღეს, გათხოვილი ქალები უგზოუკვლოდ ქრებიან. Თავსატეხის ყველა ნაწილის დალაგება მხოლოს მას შეუძლია, თუმცა ბევრი დრო არ აქვს, რადგან პირველი თოვლის მოსვლის ჟამის ახლოვდენა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top