სტივენ სპილბერგი და გვინეტ პელტროუ, ხოაკინ ფენიქსი და ბენ აფლეკი - ამ და სხვა ცნობილი ადამიანების ნათესაური კავშირების შესახებ ბევრმა არ იცის.
დღეს წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ვარკვლავურ წყვილს, რომლებიც ერთმანეთის ნათესავები არიან.
#1 მერილ სტრიპი და ბრუკ შილდსი
მსახიობები მერილ სტრიპი და ბრუკ შილდსი ნათესავები არიან. მერილ სტრიპის მამას და ბრუკ შილდსის დედას საერთო წინაპარი ჰყავდათ.
#2 მადონა და სელინ დიონი
პოპ დივა მადონა და კანადელი მომღერალი სელინ დიონი შორეული ბიძაშვილები არიან.
#3 სტივენ სპილბერგი და გვინეტ პელტროუ
ცნობილი რეჟისორი სტივენ სპილბერგი, მომხიბლავი გვინეტ პალტროუს ნათლიაა.
#4 ანტონიო ბანდერასი და დაკოტა ჯონსონი
ანტონიო ბანდერასი დაკოტა ჯონსონის მამინაცვალია. გოგონას კინემატოგრაფიული კარიერა ფილმით „შეშლილი ალაბამაში“ დაიწყო. რეჟისორიც სწორედ ანტონიო ბანდერასი გახლდათ.
#5 ხოაკინ ფენიქსი და ბენ აფლეკი
ხოაკინ ფენიქსის უმცროსი და ცოლად გაყვა ბენ აფლეკის ძმას, კეისი აფლეკს. მათ უკვე საერთო დისშვილი და ძმისშვილი ჰყავთ.
#6 ჯეისონ მომოა და ზოი კრავიცი
ჯეისონ მომოამ ლენი კრავიცის ყოფილ ცოლზე, ლიზა ბონზე იქორწინა. შესაბამისად ზოი კრავიცის მამინაცვალი გახდა.
#7 ჯონა ჰილი და ბინი ფელდშტეინი
ჯონა ჰილი და ამომავალი ვარსკვლავი ბინი ფელდშტეინი და-ძმანი არიან. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 10 წელია. ჯონას ნამდვილი გვარი ფელდშტეინია.
#8 ბიანკა ლოუსონი და ბიონსე
სერიალ ვამპირის დღიურების ვარსკვლავი ბიანკა ლოუსონი და ბიონსე ნახევარდები არიან. საქმე იმაშია, რომ ბიანკას მამამ, რიჩარდ ლოუსონმა, ცოლად ბიონსეს დედა შეირთო.
#9 ჯულია რობერტსი და ემა რობერტსი
ემა რობეტსი ჯულია რობეტსის ძმისშვილია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ემას მამა, ოსკარის ნომინანტი ერიკ რობერტსია.
#10 ანჯელინა ჯოლი და ჯონ ვოიტი
ანჯელინა ჯოლი არც მეტი, არც ნაკლები ჯონ ვოიტის შვილია. მამა-შვილს საერთო ჯამში, ოსკარის 6 ნომინაცია დაუგროვდათ.
.