იდუმალებით მოცული 10 სახლი, სადაც არასდროს იცხოვრებდით

ეს პერსონა

იდუმალებით მოცული სახლები


 

 #1  ბლიკლინგ ჰოლი. ნორფოლკი, ინგლისი.

ისტორიკოსების ვარაუდით, ჰენრი მერვეს მეუღლე ანა ბოლეინი, სწორედ ამ სახლში დაიბადა. მეფემ ბოლეინს ბრალი დასდო  სახელმწიფოს ღალატში და  მის წინააღმდეგ შეთქმულების მომზადებაში. ასევე დაადანაშაულა ძმასთან ინცესტურ ურთიერთობაში. ბოლეინს სასჯელის უმკაცრესი ზომა მიუსაჯეს და თავი მოკვეთეს. როგორც ჩანს მისმა სულმა დღემდე ვერ ჰპოვა  სიმშვიდე, რადგან ბლიკლინგ ჰოლის დერეფნებში ანა ბოლეინის სულს ხშირად ხედავენ.


#2  შვიდი ფრონტონის სახლი. მასაჩუსეტსი, აშშ.

პატარა ქალაქი სალემი მსოფლიოში ცნობილია 1692-1693 წლების სასამართლო პროცესებით,  (სალემის ჯადოქართა სამსჯავრო) თუმცა, ქალაქს სახელი  "შვიდი ფრონტონის სახლმაც" გაუთქვა.  დღეს, ეს სახლი პარანორმალური მოვლენების გამო, სალემის  მთავარი ტურისტული ატრაქციონი გახლავთ. არაერთი სტუმარი ამტკიცებს, რომ  ამ სახლის ბინადრის, ნატანიელ ჰოვტორნის ბიძაშვილის, სიუზან ინგერსოლის სული უნახავთ. სტუმრები ასევე ირწმუნებიან, რომ   უნახავთ პატარა ბიჭის სულიც, რომელიც ეზოში თამაშობს.


#3 ვილა ცერი. პაივია, იტალია.

ლეგენდის მიხედვით, მიტოვებულ ვილაში ცხოვრობდა უიღბლო მამაკაცი, რომელმაც ცოლი ღალატში გამოიჭირა. კაცმა ჯერ, ცოლი და საყვარელი მოკლა,  შემდეგ კი, სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.  პაივიას მოქალაქეები ყვებიან, რომ ამ ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ,"ვილა ცერის" ყველა მფლობელი  გაგიჟდა, ან თავი მოიკლა. მათი თქმით, ეს ადამიანები ამ მდგომარეობამდე, გამწარებული ქმრის და მოღალატე წყვილის სულებმა მიიყვანეს. დღეს ეს ადგილი მიტოვებულია.


#4 ვინჩესტერების სახლი მოჩვენებებისთვის. კალიფორნია, აშშ 

სარა ვინჩესტერი მსოფლიოში ცნობილი იარაღის შემქმნელის, ოლივერ ვინჩესტერის რძალი იყო.  მამამთილის, მეუღლის და პატარა ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ, სარა  სპირიტუალისტს ესტუმრა, რომელმაც უთხრა, რომ მისი ოჯახი დაწყევლილია და სამუდამოდ იქნება შეპყრობილი ყველა იმ ადამიანის სულით, ვინც ვინჩესტერის იარაღის გამოყენებით გარდაიცვალა. სპირიტუალისტმა ამ მდგომარეობიდან გამოსავალიც შესთავაზა: სარას სულებისთვის რაიმე ადგილი უნდა გამოეყო. შეშინებული ქალი  სან ხოსეში, კალიფორნიაში გადავიდა,  სადაც მეუღლისგან დატოვებული ფულით, 146-ოთახიანი სახლი მოჩვენებებისათვის ააშენა. ალბათ სპირიტუალისტი მართალი აღმოჩნდა, რადგან ქალი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა და რამდენადაც ცნობილია, მისტიკურ მოვლენებსაც აღარ შეუწუხებია. დღეს ვინჩესტერების სახლი, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაათვალიეროს. მომსახურე პერსონალის თქმით,  მუდმივად აქვთ შეგრძნება,  თითქოს ვიღაც უყურებთ. პარანორმალურ მოვლენებზე საუბრობენ სტუმრებიც. მათი თქმით,  ხანდახან სახლში არსებული ორღანი თავისით გამოსცემს ხმას, ასევე ამბობენ, რომ უნახავთ სარა ვინჩესტერის სული, რომელიც ამაყად დაიარება უზარმაზარი სახლის დერეფნებში.

 

#5 ეშმაკის სახლი. ინგოროყვას #6, თბილისი, საქართველო 

ეს სახლი საკმაოდ შემზარავად გამოიყურება. გარე ფასადზე იდაყვებზე დაყრდნობილი რქიანი და წაწვეტებულყურებიანი ფიგურაა გამოქანდაკებული, რომელსაც მაცხოვრებლები ეშმაკს ადარებენ. (სინამდვილეში, ეს მითოლოგიური პერსონაჟი – პანი გახლავთ) არსებული ცნობებით, მრავალი წლის წინ, ამ სახლის სხვენში, სომეხმა გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. 

ლეგენდის თანახმად, XIX საუკუნეში სახლი სატანიზმის მიმდევარმა სომეხმა ვაჭარმა ააშენა. ერთ- ერთი  ვერსიით, გოგო, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო, სახლის მეპატრონის ცოლი იყო. ამბობდნენ, რომ  სახლს აქვს საიდუმლო გვირაბი, რომელიც სარიტუალო დარბაზამდე მიდის.

ამ სახლის შესახებ, ძალიან ბევრი მითი, თუ ჭორი არსებობს, ერთი კი ფაქტია - შენობის ვიზუალი, უცნაურ და უსიამოვნო შეგრძნებებს აღძრავს.


#6 ლოფტუს ჰოლი. ვექსფორდი, ირლანდია 

ეს სახლი საუკუნეების მანძილზე ლოფტუსების დიდგვაროვანი ოჯახის საკუთრება იყო.  თქმულების მიხედვით, სახლის ბინადარი, ანა ტოტენხემი უბედური შემთხვევის შემდეგ გაგიჟდა და მეტყველების უნარი დაკარგა. დასნეულებული "ლოფტუს ჰოლის" გობელენების ოთახში მოათავსეს, სადაც მან მთელი ცხოვრება გაატარა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ლოფტუსების ოჯახმა სახლი მიატოვა. ახალმა მყიდველმა "ლოფტუს ჰოლში" გოგოების სკოლა-ინტერნატი დააარსა, მაგარამ ეს სკოლა მალევე დაიხურა, რადგან ქალის მოჩვენებამ იქ მყოფთ მოსვენება არ მისცა.  შემდგომში, სკოლის მაგივრად სასტუმრო გაიხსნა,  მაგრამ ვერც ამ გეგმამ გაამართლა. დღესდღეობით "ლოფტუს ჰოლი" ფუნქციონირებს როგორც საშიში ატრაქციონი.

 

#7 გლინკების სახლი. პოდმოსკოვიე, რუსეთი 

ხალხური თქმულების მიხედვით, ამ სახლის მფლობელი იაკობ ბრიუსი, შავი მაგიის მიმდევარი იყო. ადგილობრივი გლეხები ირწმუნებიან, რომ  მამაკაცმა გარდაცვალებამდე საკუთარი სახლი "უცხო ადამიანებისგან დასაცავად დაწყევლა". მართლაც, ბრიუსის გარდაცველების შემდეგ, სახლში დიდხანს არავინ გაჩერებულა და დღემდე მიტოვებულია.


#8 შატო დე ბრისაკი. მეინ-ეტ-ლუარი, საფრენგეთი 

 სახლის ბინადარი  შარლოტ დე ბრეზე, შარლ მეშვიდეს არაკანონიერი ქალიშვილი იყო. გავრცელებული ცნობებით,  ქალი  ეჭვიანმა ქმარმა,  ჟაკ დე ბრეზემ მოკლა. ამბობენ, რომ სასახლეში "მწვანე ქალბატონის" (ასე ეძახიან შარლოტ დე ბრეზეს სულს) ტირილი დღემდე ისმის.  ამჟამად სასახლე კვლავ დე ბრისაკების ოჯახს ეკუთნის. 


#9 კასა ენკანტადა. მალაგის პროვინცია, ესპანეთი 

თქმულების თანახმად, ამ შემზარავი შენობის მეპატრონეები, მთელი პროვინციიდან იტაცებდნენ ახალგაზრდა ქალებს და აიძულებდნენ სხვადასხვა სატანისტურ, ასევე სექსუალური ხასიათის სადისტურ რიტუალებში მონაწილეობას. შენობა დღემდე მიტოვებულია, ხოლო ვისაც ახლოს გაუვლია,  ირწმუნება, რომ ათობით ქალის ყვირილი და შემზარავი სიცილის ხმა ისმის. 


#10 ამიტივილის სახლი. ნიუ-იორკი, აშშ

ამ სახლის ისტორიაზე,  არაერთი ფილმი თუ წიგნი შეიქმნა და არცთუ უსაფუძვლოდ.  1974 წელს, სახლში საშინელი უბედურება დატრიალდა. 23 წლის როლამდ ჯეი დეფომ საკუთარი ოჯახი (მშობლები და 4 და/ძმა) ცეცხლსასროლი იარაღით ამოხოცა.  დღემდე გაუგებარია, როგორ მოახერხა დეფომ რიგრიგობით მოეკლა 6 ადამიანი, ისე რომ გასროლის ხმამ დანარჩენები არ გააღვიძა. სახლმა მრავალი მფლობელი გამოიცვალა, მაგრამ იქ დიდხანს არავინ გაჩერებულა. 2017 წელს სახლი უცნობმა პირმა $605,000 დოლარად შეიძინა რაც შეფასებულზე $200,000- ით ნაკლებია.

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top