რა გველოდება მომავალში - 3 ყველაზე დიდი საფრთხე

ეს პერსონა

ტექნოლოგიები კაცობრიობის წინააღმდეგ


ფუტუროლოგი იუვალ ნოი ჰერარი თვლის, რომ 2020-იან წლებში კაცობრიობას სერიოზული პრობლემები შეექმნება. ჰერარმა საკითხთან დაკავშირებით დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლის დროს ისაუბრა. 

ებრაელი ისტორიკოსის, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, ამჟამად კაცობრიობა სამი ძირითადი გამოწვევის წინაშე დგას. ეს არის- ბირთვული ომი, ეკოლოგიური კრიზისი და თანამედროვე ტექნოლოგიების დამანგრეველი ძალა. მისი თქმით, თუ ადამიანები მეტ-ნაკლებად იცნობენ პირველ ორს, მესამე (ტექნოლოგიები) ჯერჯერობით საიდუმლო რჩება.
პროფესორის აზრით, ტექნოლოგიები სარგებლის გარდა, სამომავლოდ დიდ საფრთხესაც წარმოადგენს. იმის წარმოდგენაც რთულია, თუ რა ელოდება პლანეტას, ფართო ავტომატიზაციის და ხელოვნური ინტელექტის განვითარების პირობებში.

 

 

„უსარგებლო“ ადამიანები
ავტომატიზაცია მალე გაანადგურებს მილიონობით სამუშაო ადგილს და მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩება. რასაკვირველია, ახალი სპეციალობები გამოჩნდება, მათ შორის პროგრამების შემუშავების მიმართულებით.  მაგრამ, რამდენად ადვილია პროგრამისტის პროფესიის დაუფლება, თუ ადრე 30 წელი ქარხანაში მუშაობდით? ასეთ ვითარებაში, ბევრი ადამიანი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის თვალსაზრისით "უსარგებლო" გახდება.

 

უთანასწორობა ქვეყნებს შორის

XIX საუკუნეში, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა და იაპონიამ, პირველებმა დაიწყეს ინდუსტრიალიზაცია.  ამჟამად,  XXI საუკუნეში, მომსწრენი ვართ ხელოვნური ინტელექტის „შეიარაღების შეჯიბრის“, სადაც უდავოდ ჩინეთი და შეერთებული შტატები ლიდერობენ. თუ არ იქნა სათანადო ზომები მიღებული, რომ განაწილდეს ხელოვნური ინტელექტის სარგებლიანობა და ძალაუფლება  ქვეყანებს შორის, სავარაუდოდ, ბევრი სახელმწიფო  გაკოტრდება, ზოგი კი მაღალტექნოლოგიურ ცენტრებად გადაიქცევა.

 

ციფრული დიქტატურა

ეს საფრთხე შეიძლება ჩამოყალიბდეს მარტივი განტოლების ფორმით, რაც, ჰერარის თქმით, შეიძლება იყოს 21-ე საუკუნის  ცხოვრების განმსაზღვრელი განტოლება:
B x C x D = AHH
სადაც B არის ბიოლოგიური ცოდნა, C არის კომპიუტერული გამოთვლა, D არის მონაცემები, ხოლო AHH არის ადამიანების „გატეხვის“ შესაძლებლობა.

”თუ თქვენ ეს მონაცემები გაქვთ, მაშინ მარტივად შეძლებთ ჩემი სხეულის, ტვინის და ჩემს ცხოვრების  „გატეხვას“. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემი პიროვნებას, ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს,  სექსუალურ შეგრძნებებს, ფსიქიკურ სისუსტეებს, ჩემს ღრმა შიშებსა და იმედებს. ”- ამბობს ფუტუროლოგი.

ამ ცოდნის  გამოყენება შეიძლება სარგებლის მისაღებად - მაგალითად, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. მაგრამ ჰერარის თქმით, თუ ინფორმაცია „უწმინდურ ხელში“ მოხვდება, შედეგი შეიძლება კატასტროფული იყოს - დამყარდეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უარესი ტოტალიტარული რეჟიმი.

წარმოიდგინეთ ჩრდილოეთ კორეის ერთგვარი სახეობა ოცი წლის შემდეგ, როდესაც ყველა მოქალაქეს მოუწევს ბიომეტრიული სამაჯურის ტარება, რომელიც მუდმივად აკონტროლებს არტერიულ წნევას, გულისცემასა და ტვინის აქტივობას 24  საათის განმავლობაში. თქვენ უსმენთ რადიოში "დიდი ლიდერის" გამოსვლას და მათ იციან, რას განიცდით ამ დროს. შეგიძლიათ ტაში დაუკრათ და გაიღიმოთ, მაგრამ თუ გაბრაზებული ხართ, მათ ამის შესახებ ეცოდინებათ, და მეორე დღესვე ციხეში ამოყოფთ თავს.

 

ალგორითმების ტყვეობაში 

კაცობრიობა ციფრული დიქტატურის დამყარების პროცესს ხელს ვერ შეუშლის, ვინაიდან  ადამიანების  „გატეხვის“ შესაძლებლობას მაინც შეეძლება ძირი გამოუთხაროს თავისუფლების მნიშვნელობას. 
დღეს მილიარდობით ადამიანი ენდობა Facebook–ის ალგორითმს, რომელიც გვეუბნება რა არის ახალი მსოფლიოში, Google–ის ალგორითმს, რომელიც გვეუბნება რა არის სიმართლე, Netflix-ს რომელიც გვკარნახობს რას უნდა ვუყუროთ,  Amazon-ს და Alibaba-ს, რომელიც გვირჩევს რამის ყიდვას.
ფუტუროლოგის თმით, თუ ასე გაგრძელდა, მალე ასეთი ალგორითმები გვიკარნახებენ სად უნდა ვიმუშაოთ და ვისზე დავქორწინდეთ,  ასევე გადაწყვეტენ ღირს თუ არა თქვენი დაქირავება, მოგვცემს თუ არ კრედიტორი სესხს, და უნდა აწიოს თუ არა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი...
ამრიგად, შედარებით თავისუფალ ქვეყნებშიც კი, შესაძლებელია ადამიანებმა  დაკარგონ საკუთარი ცხოვრების კონტროლის შესაძლებლობა და სახელმწიფო პოლიტიკის გააზრების უნარი.

 

კაცობრიობის განადგურება

ტექნოლოგიას შეუძლია გაანადგუროს არა მხოლოდ ეკონომიკა, პოლიტიკა და ფილოსოფია, არამედ თვით ადამიანის ბიოლოგია. უახლოეს ათწლეულებში, ხელოვნური ინტელექტის და ბიოტექნოლოგიის საშუალებით,  არაორგანული ცხოვრების ახალი ეპოქა დაიწყება.
ეს გეგმა გახდება ევოლუციის ახალი მამოძრავებელი ძალა, რის გამოც ადამიანები დაუშვებენ შეცდომებს კოსმიური მასშტაბით. მაგალითად, მთავრობები, კორპორაციები და არმიები უფრო მეტად გამოიყენებენ ტექნოლოგიას მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა დაზვერვა და დისციპლინა. ხოლო უგულებელყოფენ ისეთ უნარებს, როგორიცაა თანაგრძნობა და სულიერება.
პროფესორი ჰერარი ხაზს უსვამს, რომ ეს ყველაფერი არა წინასწარმეტყველება, არამედ უბრალოდ შესაძლო სცენარის განვითარების ვარიანტებია. მისი აზრით, სამი არსებითი პრობლემა, რომლის წინაშეც ადამიანები შეიძლება აღმოჩნდნენ, გლობალურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.
ყოველთვის, როდესაც მმართველი იტყვის, ” პირველ რიგში ჩემი ქვეყანა!”, ჩვენ უნდა შევახსენოთ ამ ლიდერს, რომ ვერავინ შეძლებს აარიდოს თავი ბირთვულ ომს, ან შეაჩეროს ეკოლოგიური კატაკლიზმები.  ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს დამოუკიდებლად დაარეგულიროს ხელოვნური ინტელექტი და ბიოინჟინერია.
პროფესორი თვლის, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს თანამშრომლობა სჭირდებათ, რადგან ეს არის ერთადერთი გზა თანამემამულეების უსაფრთხოებისა და მომავლის უზრუნველსაყოფად. ასეთი მოდელის წარმატებული მაგალითია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი.
მსოფლიო თასი სხვადასხვა ქვეყნის გუნდების შეჯიბრია და ხალხი ხშირად გამოხატავს ძლიერ ერთგულებას თავიანთი ეროვნული გუნდის მიმართ. მაგრამ ამავე დროს, მსოფლიო თასი გლობალური ჰარმონიის საოცარი გამოვლინებაა, რადგან თამაშის წესები ყველასთვის ერთნაირია. ეს არის გლობალიზმი მოქმედებაში.

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top