ეს ამბები, რომ არა, "ჰარი პოტერი" ვერ დაიწერებოდა

ეს პერსონა

ინგლისელი მწერალი, ჯოან როულინგი "ჰარი პოტერის" თემაზე შექმნილი წიგნების სერიის ავტორია. ახლა უკვე ყველასათვის ცნობილმა მწერალმა არც თუ ისე ადვილი გზა გაიარა. 

წარმოგიდგენთ 5 უცნობ ფაქტს მწერლის ცხოვრებიდან:


#1 ღარიბი ბავშვობა

ჯოან როულინგი 1965 წლის 31 ივლისს ინჟინერის ოჯახში დაიბადა. მწერალი იხსენებს, რომ ოჯახთან ერთად ინგლისის ღარიბ რეგიონში ცხოვრობდა: ჯერ ბრისტოლის მიდამოებში, შემდეგ აღმოსავლეთ უელსის სოფელში, ტყესთან. 
ჯოანის შემდეგ ოჯახში კიდევ ერთი გოგო დიანა დაიბადა.  დები იხსენებენ, რომ მათ მდიდრული ბავშვობა არ ჰქონდათ. ყიდულობდნენ ერთი ტიპის ტანსაცმელს განსხვავებული ფერებით: ჯოანი ცისფერს, ხოლო დიანა - ვარდისფერს. 

ჯოანს ბავშვობიდანვე უყვარდა კითხვა. იხსენებს, რომ წიგნებით ცხოვრობდა. მან პირველი მოთხრობა ექვსი წლის ასაკში დაწერა ხოლო ნოველა - 11 წლისამ. მწერალს ბავშვობიდანვე მის გარშემო არსებული ბევრი ადგილი ეჩვენებოდა, რომ იდუმალი იყო. 


#2 დედის გარდაცვალება

მწერლის დედას გაფანტული სკლეროზის დაავადება დაუდგინდა. როცა ექიმთან მიიყვანეს უკვე დაგვიანებული იყო და ის 1990 წელს გარდაიცვალა. მწერალი იხსენებს, რომ ჰარი პოტერის წერა დედის გარდაცვალებამდე 6 თვით ადრე დაიწყო. 

მამამ ქალიშვილს დედასთან გამომშვიდობების უფლება არ მისცა. დედის ავადმყოფობამ დებზე სერიოზულად იმოქმედა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ფაქტობრივად ობლები დარჩნენ. ჯოანის თქმით, მას ეშინოდა მამამისის. 


ჯოან როულინგის მამა და დედა


#3 პორტუგალიაში გადასვლა

მწერალი  Exter University-ში ძველ რომაულ, ფრანგულ და ძველ ბერძნულ ლიტერატურას სწავლობდა. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ ის ლონდონში გადავიდა, სადაც მუშაობაც დაიწყო. ხოლო დედის გარდაცვალების შემდეგ მწერალმა გადაწყვიტა ახალი ცხოოვრების დაწყება.

ჯოანი პორტუგალიაში გადავიდა, სადაც ინგლისურს ასწავლიდა. მალევე დაქორწინდა პორტუგალიელ ტელეწამყვანზე, თუმცა ოჯახი  დაენგრათ და მწერალი შოტლანდიაში, ბავშვთან ერთად, დასთან გაიქცა.


#4 დეპრესია

დასთან ჯოანი დიდხანს არ დარჩა და ნაქირავებ სახლში გადავიდა. მოგვიანებით მას კლინიკური დეპრესია დაეწყო. მწერალი ამბობს, რომ მას არ ჯეროდა ბედნიერების და სამყარო პირქუში ეჩვენებოდა, თუმცა ყველაზე მეტად მას მარცხის ეშინოდა. სწორედ დეპრესიის დროს ცდილობდა წიგნის დამთავრებას, რომელიც თან უყვარდა და თან სძულდა. 

მან შეძლო დეპრესიასთან გამკლავება და გამოჯანმრთელდა. თუმცა ის იხსენებს, რომ წიგნში არსებული ბოროტი არსებები, სწორედ ამ პერიოდში „დაიბადნენ“.

 

#5 აღიარება

ჯოანს ნამდვილად სურდა წიგნის დაბეჭდვა. როდესაც დაამთავრა „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ მან ტექსტის ნაწილი სხვადასხვა ლიტერატურულ სააგენტოში გააგზავნა. როცა ერთისგან პასუხი მოვიდა, რომ სხვა ნაწილებიც უნდოდათ, მწერალი იხსენებს, რომ ეს იყო საუკეთესო წერილი მის ცხოვრებაში. საბოლოოდ, სააგენტო დათანხმდა, თუმცა მანამდე 12-მა მათგანმა უარი განაცხადა. 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top