რას უყურებენ რეჟისორები კარანტინში? - კვენტინ ტარანტინოს TOP 10 ფილმი

ეს პერსონა

კარანტინის ჟამს, როცა თითოეულ ჩვენგანს სახლში დარჩენა უწევს, მოწყენა ძალიან მარტივია. თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს. "ეS პერსონა" ზრუნავს თქვენს განწყობაზე და გთავაზობთ კვენტინ ტარანტინოს 10 საყვარელ ფილმს. გვერწმუნეთ, ეს თქვენს დღეებს  აუცილებლად გაამრავალფეროვნებს.

#დარჩისახლში 

 

#1 ფრენსის ფორდ კოპოლას "აპოკალიფსი დღეს"/ Apocalypse Now (1979)

მოქმედება 1970 წელს, ვიეტნამში ვითარდება. კაპიტანი უილარდი (მარტინ შინი) იწყებს ოდისეას რათა იპოვოს ოფიცერი კოლონელ კრუზი (მარლონ ბრანდო), რომელიც ბევრი წყაროს თანახმად, გაგიჟდა და თავს ღმერთად მიიჩნევს. უილარდს ოდისეაში კიდევ სამი ადამიანი ახლავს - სამივე ახალგაზრდა, სამხედრო საქმეში გამოუცდელი და ომში იძულებით მოხვედრილი. კაპიტანი ოდისეას იქამდე აგრძელებს, სანამ "წყვდიადის გულში" არ ხვდება. მართლაც, ფილმი ჯოზეფ კონრადის რომანის "წყვდიადის გულის" მიხედვითაა გადაღებული. 


 

#2 ტერენს მალიკის "სიცარიელეები"/ Badlands (1973)

ამ ფილმის  სიუჟეტის მთავარი ინსპირაცია, ნამდვილი მკვლელების ჩარლზ სტარუეზერისა და ქერილ-ენ ფიუგეიტის ცხოვრებაა. დრამა დანაშაულსა და სიყვარულზე სამხრეთ დაკოტაში, პროვინციალურ ქალაქ ფორტ დიუპრიში იწყება, სადაც მოზარდი გოგონა ჰოლი (სისი სპაცეკი) ასაკით უფროს ბიჭთან (მარტინ შინი) იწყებს რომანს და ამით მამამისს (უარენ ოუთსი) საშინლად აბრაზებს. ეს კონფლიქტი გოგონას მამის მკვლელობით სრულდება რის გამოც, წყვილს ქალაქიდან გაქცევა უწევს. გზა კი,  არაერთ საინტერესო და საშიშ თავგადასავალში ეხვევიან.


#3 სტენლი კუბრიკის "ბარი ლინდონი"/ Barry Lyndon (1975) 

ეს ფილმი Მე-19-ე საუკუნის მწერლის, უილიამ თეკერეის რომანის - "ბარი ლინდონის იღბლის" მიხედვითაა გადაღებული. Როგორც მე-19-ე საუკუნის კლასიკური ნაწარმოების უმეტესობა, ესეც ერთი გმირის ისტორიას  (დაბადებიდან, სიკვდილამდე) მოგვითხრობს. Ბარი ლინდონი სინდისისა და სინანულის გრძნობას მოკლებული ღარიბი ირლანდიელია, რომელიც საკუთარი მომავლის გასამყარებლად, მდიდარი არისტოკრატი ქვრივის გულს იგებს და მე-19-ე საუკუნის ინგლისში, “მაღალი საზოგადოების" წევრი ხდება. 


#4 დეივიდ ლინჩის "ლურჯი ხავერდი"/ Blue Velvet (1986)

უნივერსიტეტის სტუდენტი ჯეფრი ბიუმონტი (კაილ მაკლაქლანი), მორიგი გასეირნებისას,  მოჭრილ ყურს პოულობს და მთავარი დეტექტივის ქალიშვილთან ერთად, (ლორა დერნი) იდუმალებით მოცული ისტორიის ამოხსნას ცდილობს. წყვილი დარწმუნებულია, რომ ბარის მომღერალი, მშვენიერი დოროთი ვალანსი (იზაბელა როსელინი) რაღაც კავშირშია იდუმალებით მოცულ მკვლელობასთან. Რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ღვივდება ჯეფრის ინტერესი, რაც ნელ-ნელა ბნელ და გაუგებარ სამყარომდე მიიყვანს, იქ კი -  სექსუალურად გადახრილ ფსიქოპატ ფრენკ ბუთს (დენის ჰუპერი) შეხვდება.


#5 ალფრედ ჰიჩკოკის "მარნი"/ Marnie (1964)

სერიული ქურდის, მარნის (ტიპი ჰედნერი)  ტაქტიკა ყოველთვის ერთნაირია:  იწყებს სამსახურს, დაკვირვებით სწავლობს კომპანიის  ყველა დეტალს და შემდეგ გადადის მოქმედებაზე. სეიფში არსებული ფულით ავსებს ჩანთას, იცვლის სახელს და გვარს, შემდეგ კი ახალი "სამსახურის" ძებნას იწყებს. ქალს არაფერი აშინებს გარდა წითელი ფერის წარწერის  და ჭექა-ქუხილის. თუ მარნი საკუთარი პერანგზე  წითელ მელანს იპოვის, პანიკა იპყრობს. მორიგი გაქურდვის მცდელობისას, მარნის,  ახალი უფროსი მარკ რუთლენდი (შონ კონერი) გამოიჭერს. რუთლენდი მარნის შანტაჟით ქორწინებას აძალებს რათა ქალს, მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრაში, ფუნდამენტური ანალიზით დაეხმაროს. 


#6 დეივიდ ლინჩის "მალჰოლენდ დრაივი"/ Mulholland Dr. (2003)

Შავგვრემანი ქალი (ლორა ელენა ჰერინგი) ავარიის შემდეგ, მეხსიერებას კარგავს. Ის ლოს-ანჯელესის ქუჩებს დაბნეული მიუყვება სანამ ერთ-ერთ სახლში თავშესაფარს არ იპოვის. იქ, ქერა ბეტის (ნაომი უოტსი) გაიცნობს,  რომელიც ქალაქში სამსახიობო კარიერის ასაწყობად ჩავიდა. პერსონაჟებს ერთმანეთი უყვარდებათ, თუმცა, როგორც ლინჩს სჩვევია, თავიდან გასაგები ამბავი ნელ-ნელა მეტი და მეტი იდუმალებით იღვსება, სანამ მაყურებელიც კი ვეღარ ცნობს, თითქოსდა უკვე კარგად გაცნობილ პერსონაჟებს. 


#7 ჩარლზ ლოტონის "მონადირის ღამე"/ The Night of the Hunter (1955)

Ჰარი პოუელი (რიჩარდ მიტჩემი) რელიგიური ფანატიკოსი და სერიული მკვლელია, რომელიც ქალებზე ნადირობს. პოუელი მანქანის ქურდობისთვის ციხეში მოხვდება სადაც მკვლელობისთვის გასამართლებულ ბენ ჰარპერს (პიტერ გრეივზი) გაიცნობს. Ჰარპერი პოუელს ამცნობს, რომ მას მოპარული 10 000$ აქვს გადამალული. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მკვლელი  ცდილობს ფულის პოვნას. Ამ პროცესში ის ჰარპერის ცოლს, უილას, (შელი უინტერსი) და მათ შვილებს, ჯონს (ბილი ჩაპინი) და ფერლს (სალი ჯაინ ბრიუსი) გაიცნობს. Ყველაფერი მაშინ მძაფრდება, როდესაც უილა პოუელის ცოლი ხდება, მკვლელი კი დილემის წინაშე აღმოჩნდება - აირჩიოს ფული, თუ განაგძროს საყვარელი საქმიანობა - ქალების მკვლელობა.


#8 მარტინ სკორსეზეს "ცოფიანი ხარი"/ Raging Bull (1980)

ფილმი ამერიკელი მოკრივე ჯეიკ ლამოტას ( რობერტ დე ნირო) ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც საოცარ კარიერულ წარმატებებს აღწევს.  მას შემდეგ, რაც ლამოტას მშვენიერი ბრონქსელი ქალი (ქეით მორიარტი) უყვარდება და მასთან ოჯახს ქმნის, მოკრივეს ცხოვრება ირევა. ლამოტა ვერ გამოხატვს სიყვარულს ქალის მიმართ რის გამოც ფიზიკურად ძალიან სუსტდება, ხოლო ოჯახთან მიმართებაში საშინლად აგრესიული ხდება, საბოლოოდ კი კარგავს ყველაფერს. 


#9 ბილი უაილდერის "სანსეტ ბულვარი"/ Sunset Blvd. (1950)

უხმო კინოს დედოფალ ნორმა დესმონდს (გლორია სუანსონი) უჭირს უჭირს იმის გაცნობიერება, რომ მისი ბრწყინვალე კარიერა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის. Ამიტომ, ნორმა ახალგაზრდა სცენარისტს ქირაობს რათა  კინოში ტრიუმფალურად დაბრუნდეს. Სცენარისტი საკმარისად თავდაჯერებულია იმისთვის, რომ სცადოს კინო-ვარსკვლავით მანიპულირება, თუმცა ის მალევე მიხვდება, რომ  გეგმა ფიასკოთი დასრულდება. სცენარისტის გაუგებრობას, ნორმასთან უერთიერთობაში და ქალის მანიაკალურ სურვილს, დააკავოს ახალგაზრდა მწერალი, სიტუაცია სიგიჟემდე, ძალადობამდე და სიკვდილამდე მიჰყავს. 


#10 რომან პოლანსკის "მდგმური"/ The Tenant (1976)

მარტოხელა პოლონელი ემიგრანტი ტრელკოვსკი (რომან პოლანსკი) ბინას პარიზის ერთ-ერთ უცნაურ სახლში ქირაობს.  მეზობლები ტრელკოვსკის ეჭვის თვალით უყურებენ და ძალიან ცივად ექცევიან. როდესაც მთავარი პერსონაჟი იგებს, რომ მის ბინაში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქალმა თავის მოკვლა სცადა, მასთან დაკავშირებას ძალიან საშიში გზებით იწყებს. ტრელკოვსკის შიშები ისე მძაფრდება, რომ  კონსპირაციის თეორიას იგონებს, რომლის თანახმადაც, მეზობლები მის მკვლელობას გეგმავენ. აღნიშნულს  პერსონაჟი ძალიან ბნელ სამყაროში გაჰყავს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top