თუ დედამიწაზე მოგწყინდათ - შთამბეჭდავი ფოტოები იუპიტერიდან

ეს პერსონა

ამ რთულ პერიოდში, როცა დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მკაცრ კარანტინს იცავს, დროა, ყურადღება გასაოცარ და მიუწვდომელ კოსმოსზე გადავიტანოთ. საბედნიეროდ, NASA მუშაობას აგრძელებს და პერიოდულად ახალი ფოტოებით გვახარებს. ამჯერად NASA-მ კოსმოსური ხომალდის Juno-ს მიერ გადაღებული იუპიტერის ღრუბლების აურაცხელი ფენითა და ქარიშხლების ტალღებით  დაფარული ხედები შემოგვთავაზა.

2016 წლიდან Juno იუპიტერის სურათებს იღებს და NASA-ს აწვდის, რაც ეხმარება მეცნიერებს, გაზის გიგანტი უკეთ შეისწავლონ.

#1 ამ ფოტოს გადაღების დროს Juno-სა და იუპიტერს შორის მანძილი დედამიწის დიამეტრს ოდნავ აჭარბებდა.


#2 იუპიტერის ჩრდილოეთის ზომიერ სარტყელში მიმდინარე უამრავი ღრუბლის შეკრება. ჩანს რამდენიმე ღია თეთრი ღრუბელიც, ასევე ანტიციკლონური ქარიშხალიც, რომლებიც „თეთრი ოვალის“ სახელითაა ცნობილი.


#3 იუპიტერის სამხრეთ პოლუსზე გრიგალისებური ღრუბლების ფორმირება.

#4 ლურჯად შეღებილი იუპიტერის ღრუბლები


#5 იუპიტერის ვულკანურად აქტიური თანამგზავრის, იოს ჩრდილი პლანეტაზე.


#6 Juno-დან 52 000 კილომეტრის სიმაღლიდან დანახული იუპიტერის სამხრეთ პოლუსი. ოვალური ელემენტები 1000-კილომეტრიანი დიამეტრის მქონე ციკლონებია.


#7 იუპიტერის ლეგენდარული წითელი ლაქა და მიმდებარე ტურბულენტური ზონები.


#8 შთამბეჭდავი ღრუბლები იუპიტერის ჩრდილოეთ ნახევასფეროში.


#9 ეს კი ღრუბლების თავშეყრაა პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში


#10 ქარიშხალი იუპიტერის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top