ეს ვირუსი ბოლო არ არის? - რას ამბობენ მეცნიერები

ეს პერსონა

კორონავირუსული ინფექციის პანდემიამ, რომელმაც უკვე მსოფლიოს მასშტაბით 75 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უნდა აიძულოს ადამიანები, რომ მათ უარი თქვან ველური ცხოველებით ვაჭრობაზე. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს ქმედება არამარტო სახეობების გადაშენებას იწვევს, არამედ ხელს უწყობს დაავადებების გავრცელებას. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც ცნობილია, ინფექციის გავრცელება ჩინეთის ზღვის პროდუქტების ვუჰანის ბაზარიდან დაიწყო. მეცნიერები ათეული წლებია ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ისეთი მწვავე დაავადებები, როგორიც არის ებოლა, ნიფა ვირუსი, შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (Mers) და მწვავე რესპირატორული სინდრომი (Sars) ადამიანებში სწორედ ცხოველებიდან გავრცელდა.

მეცნიერები განმარტავენ, რომ პრობლემა არა ცხოველებშია, არამედ იმაშია, თუ როგორ ექცევა ადამიანი მათ. " ეკო ჯანმრთელობის ალიანსის" (EcoHealth Alliance) ხელმძღვანელი, პიტერ დაშაკი ახალი დაავადების შესწავლის პროცესში აცხადებს - „პანდემიების სიხშირე გაიზრდება. ეს არ არის უფლის ნება (სასჯელი უფლისგან). ეს ყველაფერი ადამიანების მიერ გარემოსადმი მოპყრობის შედეგია. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ასე აღარ უნდ გავრისკოთ“.

ახალი ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ველური ცხოველების ბაზრების აკრძალვა მთელს მსოფლიოში. ამის შესახებ გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის აღმასრულებელმა მდივანმა, ელიზაბეტ მარუმა მრირამ განაცხადა.

„თუ ჩვენ არ მივხედავთ ბუნებას, ის „მოგვხედავს“ ჩვენ. კარგი იდეაა ცოცხალი ცხოველებით  მოვაჭრე ბაზრების აკრძალვა, როგორც ეს ჩინეთმა და ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ გააკეთა" - თქვა მრიმამ Guardian-თან ინტერვიუში.

ამ დაავადების გავრცელების შემდეგ, ჩინეთმა შემოიღო ველური ცხოველების მოშენებისა და კვების დროებითი აკრძალვა. დაიხურა ათასობით მეურნეობა სადაც ამრავლებდნენ მაჩვზღარბებს, ვივერისებრნს და კუებს. მაგრამ კანონში დარჩა „ხვრელები“, რომლის მიხედვითაც გარეული ცხოველების გაყიდვა ნებადართულია სამედიცინო მიზნებისათვის, შინაურ ცხოველებად და სამეცნიერო კვლევებისათვის. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ დროებითი აკრძალვა საკმარისი არ არის.

სავარაუდოდ, მწვავე რესპირატორული სინდრომის (Sars) ვირუსის გამავრცელებელი ცხოველები ხელოვნურად გამოყვანილი ჯიშის არიან. ჩინური ხალხური მედიცინა ასევე იყენებს გარეულ ცხოველებს ინგრედიენტების მოსამზადებლად. ახლახანს, ჩინეთის მთავრობამ გასცა ნებართვა, რომ დათვის ნაღვლის ბუშტი კორონავირუსის სამკურნალო ერთ-ერთ კომპინენტად გამოიყენონ.

ცხოველთა დამცველი აქტივისტები შიშობენ, რომ კანონის ამგვარი გამონაკლისი გარეული ცხოველების ხორცით უკანონო ვაჭრობას გზას გაუხსნის. რაც წარსულში უკვე მოხდა ვეფხვებისა და ლეოპარდების შემთხვევაში. მაგალითად, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება პანგოლინის ხორცის შეძენა, რადგან მისი გარე ტყავი სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენება, ფრჩხილები კი დეკორაციად იქცევა. 


ბუნება

ეს არ არის პირველი ეპიდემია, რომელიც განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აქცევს ველური ცხოველებით ვაჭრობას. 2002 წელს, ჩინეთიდან გავრცელდა მწვავე რესპირატორული სინდრომი (Sars), რომელმაც 700-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

მიიჩნევა, რომ ღამურები და ვივერისებრნი იყვნენ ინფექციის მატარებლები, მაგრამ ამის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს.

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პროფესორი დირკ ფაიფერი თვლის, რომ მთავარი პრობლემა ამ ცხოველებზე არსებული მოთხოვნაა.

„ვინც ბაზრებს ამ ცხოველებით ამარაგებენ, მათი მეურნეობებში გაზრდით, ან მათზე ნადირობით, იმ ადამიანებისთვის, ეს მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. არასწორი იქნება მათი საქმიანობის ერთი ხელის მოსმით კრიმინალიზაცია. ეს პროცესი ეტაპობრივად უნდა მოხდეს”, - აცხადებს ის.

ამ მოსაზრებას ეთანხმება ელიზაბეტ მარუმაც. მისი თქმით, მოსახლეობის გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მაგალითად აფრიკის ღარიბ რეგიონებში ცხოვრობენ, სრულად არიან დამოკიდებული გარეული ცხოველებით ვაჭრობაზე და თუ მათი ეს საქმიანობა აიკრძალება გაჩნდება უკანონო ვაჭრობის გაჩენის საფრთხე.

"თქვენ შეგიძლიათ მარტივად დაიწყოთ ვინმეს დადანაშაულება, მაგრამ ეს ხდება არა მხოლოდ ჩინეთში, ეს ხდება ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებში. ჩვენ გვსურს გვყავდეს ეგზოტიკური შინაური ცხოველები. ამიტომ, პირველ რიგში, „დავლაგდეთ“ საკუთარ სახლში.”- გაეროს ბიოლოგიურ მრავალფეროვნების კონვენციის აღმასრულებელმა მდივანმა.

 

სველი ბაზრები

აზიის ზოგიერთ ქვეყანაში ეგზოტიკური ხორცის ჭამა დაკავშირებულია მაღალ სტატუსთან და სიმდიდრესთან. ველური ცხოველებით ვაჭრობა იზრდება, საკვებსა თუ მედიცინაში მათი გამოყენების წყალობით. ხშირად ცხოველებს არალეგალურად მოიპოვებენ, რაც იწვევს დაავადებების კერების გაჩენას და იზრდება ადამიანის ვირუსებით ინფიცირების შესაძლებლობა.

ე.წ სველი ბაზრები საყოველთაოდ პოპულარული გახდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ჩინეთში. იქ ყიდიან თევზს, ქათამს, გარეულ ცხოველებს, ასევე ხილსა და ბოსტნეულს. ამ ბაზრებს ეს სახელი დაარქვეს გამდნარი ყინულის გამო, რომელიც გამოიყენება ხორცის შესანახად. ასევე, მას იყენებენ იატაკის მკვდარი ცხოველების სისხლიდან გასასუფთავებლად.

სველი ბაზრები - ეს ნამდვილი დანაღმული ველია ეპიდემიებთან მიმართებით - ამბობს კანინგამი. ”ის, თუ როგორ ვექცევით ცხოველებს - თითქოს ისინი, ერთგვარი სამომხმარებლო საქონელია, რომელიც უნდა გადამუშავდეს, საბოლოოდ ცუდად გვიბრუნდება და ეს არც არის გასაკვირი ”, - აცხადებს ის.


ადამიანებზე გადაცემა

ამჟამინდელი კოროვირუსული ინფექციის პანდემიის გავრცელება, რომელსაც უკვე ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სავარაუდოდ, უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარში დაიწყო. ბაზრის სახელის მიუხედავად, აქ იყიდებოდა არა მხოლოდ თევზი, არამედ, გველი, მაჩვზღარბა, ღამურა და ირემი.

ადამიანთა ინფიცირების პირველი შემთხვევის შემდეგ, რომლებიც ამ ბაზართან იყვნენ კავშირში, ვირუსი მალევე გავრცელდა ჩინეთში, შემდეგ კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი ზუსტი წარმომავლობა უცნობია, სავარაუდოდ, პირველწყარო იყო ღამურა, მაგრამ ვირუსი ადამიანზე სხვა გარეული ცხოველიდან გავრცელდა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top