ცხოველების გმირობის 11 დაუჯერებელი ამბავი

ეს პერსონა

ცხოველები, რომლებმაც ადამიანები სიკვდილისგან იხსნეს


 

#1 კატა  „ვინნი“ 

  ბუნებრივმა აირმა საცხოვრებელ სახლში მაშინ გაჟონა, როდესაც "ვინნის" პატრონს ეძინა. კატა ქალს დაახტა, კაწრავდა და კნაოდა, სანამ მისი გამოღვიძება არ მოახერხა.

”ვინნი რომ არ ყოფილიყო, დღეს აქ არ ვიქნებოდით”,- ამბობდა მადლიერი პატრონი.

 

#2 დობერმანი „ხანი“

ოჯახის ახალმა ბინადარმა "ხანმა" 17 თვის შარლოტა გადაარჩინა. ბავშვი ეზოში თამაშობდა, როდესაც ძაღლმა ბალახებში, სამეფო ყავისფერი გველი დაინახა. ძაღლი ჯერ გოგონას განზე გაწევას შეეცადა, შემდეგ კი,  პამპერსით ფრთხილად აიყვანა და ერთი მეტრის მოშორებით გადააგდო.  მოულოდნელმა მკვეთრმა მოძრაობებმა   გველი შეაშინა და "ხანს" თათზე უკბინა, მაგრამ სამედიცინო დახმარების შემდეგ, გმირი დობერმანი  მალე გამოჯანმრთელდა.

 

#3 ბელუხა „მილა“ (თეთრი ვეშაპი)
26 წლის მყვინთავმა სპეციალური სასუნთქი მოწყობილობის გარეშე,   თავისუფალი "დაივინგის" შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა.  სპორტული ღონისძიება 6 მეტრის სიღრმის აუზში ჩატარდა, სადაც ვეშაპებიც იმყოფებოდნენ.   როდესაც სპორტსმენმა წყლიდან ამოსვლა მოინდომა, მიხვდა, რომ ფეხები არ ემორჩილებოდა, რა დროსაც ბელუხა ვეშაპმა მყვინთავს ფეხებში პირი  ჩავალო და ზედაპირზე ამოიყვანა.  ეს ვეშაპები ცხოვრობენ არქტიკის წყლებში და პატარა თევზებით იკვებებიან. აქვთ პატარა კბილები,  ამიტომ მამაკაცი არ დაშავებულა.


 

#4 პიტ ბული „კილო“
ჯასტინ ბეკერს და მის შეყვარებულს ეგონათ რომ, ადგილზე მიტანის სერვისის კომპანიიდან ესტუმრნენ, თუმცა კარის გაღების შემდეგ, უცნობმა ადამიანმა მათი დაყაჩაღება სცადა. 

რევოლვერით შეიარაღებულ კაცს  „კილო“ მაშინვე თავს დაესხა. დამნაშავემ ძაღლს ესროლა, თუმცა, სამედიცინო დახმარების გაწევიდან 3 დღეშიპ იტ ბული უკვე ეზოში სეირნობდა.

 

#5 შინაური ღორი „ლულუ“

როდესაც ჯოან ალტსმანს გულის შეტევა დაემართა, მისი ქალიშვილის ღორი „ლულუ“,   ქუჩაში გავარდა და  ყურადღების მიპყრობა სცადა. მართლაც, გამვლელებს შორის აღმოჩნდა კაცი,  რომელიც ღორის ქმედებით დაინტერესდა, შემდეგ კი სახლისკენ გაჰყვა. მამაკაცმა  სახლში იატაკზე დავარდნილი ქალი იპოვა და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახა. 


 #6 გერმანული ნაგაზი „ბადი“ 

2008 წელს, გერმანულმა ნაგაზმა კბილების დახმარებით 911-ის აკრეფა მოახერხა. ადგილზე მისულ მედიკოსებს სახლში მყოფი მამაკაცი, ჯო სტალნეკერი უგონო მდგომარეობაში დახვდათ.  ორი დღის შემდეგ, სტალნეკერმა  საავადმყოფო დატოვა. როგორც აღმოჩნდა მამაკაცმა ძაღლი ასეთი შემთხვევებისთვის გაწრთვნა. სწორედ მან ასწავლა ძაღლს 911-ზე "დარეკვა".


#7 თუთიყუში „ვილი“ 

მორიგი გმირი თუთიყში "ვილია", რომელმაც  2 წლის ბავშვი გადაარჩინა. ძიძამ  ნამცხვარი გამოაცხო, და გასაგრილებლად მაგიდაზე დადო, თავად კი მეორე ოთახში გავიდა. ცოტა ხანში მან  თუთიყუშის ხმამაღალი ყვირილი გაიგო: "დედა! პატარა! დედა! პატარა!” სამზარეულოში დაბრუნებულმა ქალმა დაინახა, რომ ბავშვი ფაქტობრვად გალურჯებულიყო. როგორც აღმოჩნდა, მას ნამცხვარი გადასცდა.  

  

#8 ნიუფაუნდლენდი „ტანგი“ 

1919 წელს გემი „Ethie“ წყალქვეშა რიფებს შეეჯახა.   ერთ-ერთმა მეზღვაურმა ბაწრით ხელში ნაპირისკენ სცადა გაცურვა, მაგრამ დინება ძალიან ძლიერი იყო, ამიტომ ბაწარი  ნიუფაუნდლენდ "ტანგ“-ს მიანდეს.  ძაღლმა თოკის  ხმელეთამდე გატანა მოახერა, რითაც  ხომალდზე მყოფ ყველა მეზღვაურს სიცოცხლე გადაურჩინა.
მოგვიანებით ლონდონში, „ტანგს“  „სიმამაცისათვის“ მედალი  მიანიჭეს.


#9 თხა „მენდი“

ავსტრიელი ფერმერი, ნოელ ოსბორნი ორმოში ჩავარდა და ფეხი მოიტეხა. ეს ადგილი დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ შორს იყო, ამიტომ მისი ყვირილი არავის ესმოდა.  მამაკაცი ორმოში, ხუთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. რამდენად უცანურადაც არ უნდა ჟღერდეს  ფერმერი თხამ, სახელად "მენდიმ" გადაარჩინა. ცხოველი მას გვერდიდან არ მოშორებია - ფერმერი  ამ ხნის განმავლობაში "მენდის" რძით იკვებებოდა. საბოლოოდ ის, მეგობრებმა იპოვეს.

 

#10  სპილო „ნინგნონგი“

2004 წელს, პატარა  ამბერ მეისონი, დედასთან და მამინაცვალთან ერთად ტაილანდში დასასვენებლად გაემგზავრა, სადაც სპილოს დაუმეგობრდა. ერთ დღესაც, ქალაქს ცუნამი დაატყდა თავს, თუმცა 8 წლის გოგონა არ დაშავებულა, რადგან „ნინგნონგი“ბავშვის დაცვა მოახერხა.

 

#11 ჩიუხუახუა „ჩიჩი“
მერი ლეინი მეუღლესთან და ჩუხუახუა "ჩიჩისთან" ერთად,  სანაპიროზე სეირნობდა, რა დროსაც ძაღლი მოულოდნელად ნაპირისკენ გაიქცა. პატრონები უმალვე დაედევნენ "ჩიჩის", ზღვასთან  მიახლოებისას კი მოხუცი ქალი შენიშნეს, რომელიც იხრჩობოდა.  ქალბატონის გადარჩენა წყვილმა ერთობლივად მოახერხა.

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top