9 ისტორიული მითი, რომელიც ჯერ კიდევ სიმართლე გგონიათ

ეს პერსონა

მითები და რეალობა 


კაცობრიობის ისტორია ყოველთვის იყო და იქნება კამათის საგანი. ისტორიკოსები ყველაფერზე დავობენ, იქნება ეს კონკრეტული მოვლენა თუ გარკვეული ისტორიული პიროვნება. როგორც არ უნდა იყოს, ამ  სტატიაში მოცემულ ფაქტებზე,  ყველა ისტორიკოსი თანხმდება.

 

მითი: ნაპოლეონ ბონაპარტი ძალიან დაბალი იყო. 
ფაქტი: საფრანგეთის იმპერატორის სიმაღლე 170 სმ-ს შეადგენდა

 

მითი: ვინსენტ ვან გოგმა ყური მოიჭრა.
ფაქტი: მხატვარმა ყურის ბიბილოს ნაწილი მოიჭრა.

 

მითი: ალბერტ აინშტაინი სკოლაში ცუდად სწავლობდა.
ფაქტი: მომავალი ფიზიკოსი კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით მათემატიკას.

 

მითი: თომას ედისონმა გამოიგონა ნათურა. 
ფაქტი: ნათურა მანამდეც არსებობდა - გამომგონებლის დამსახურებით,  ის საყოველთაო მოხმარების ნივთი გახდა

 

მითი: ანტონიო სალიერს მოცარტის შურდა. 
ფაქტი: სალიერი სამეფო კარის დირიჟორი იყო, ამიტომ ის უფრო წარმატებული გახლდათ, ვიდრე მოცარტი

 

მითი: მიზიდულობის ძალის შესახებ  იდეა ისააკ ნიუტონს გაუჩნდა მაშინ, როდესაც თავზე ვაშლი დაეცა. 
ფაქტი: ვაშლი ნიუტონის გვერდით, მიწაზე დაეცა. მაგრამ ეს იყო მიზეზი, რომელმაც მეცნიერი ბრწყინვალე აღმოჩენამდე მიიყვანა.

 

მითი: ფერნანდო მაგელანმა პირველმა იმოგზაურა  მსოფლიოს გარშემო.
ფაქტი: მეზღვაური და მკვლევარი, სინამდვილეში შუა  გზაში გარდაიცვალა; მისმა ექსპედიციამ კი - ბრწყინვალედ დაასრულა წამოწყებული საქმე.

 

მითი: კლეოპატრა ეგვიპტელი იყო. 
ფაქტი: კლეოპატრა წარმოშობით მაკედონური პტოლემეოსის დინასტიიდან გახლდათ.

 

მითი: მიკი მაუსის პერსონაჟი  უოლტ დისნეიმ შექმნა 
ფაქტი: ცნობილი თაგვი, სტუდიის მხატვარის, აბ ივერკსის ქმნილებაა

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top