ენგურის ხიდზე გადაადგილება კვლავ შეზღუდულია

ეს პერსონა

ენგურის ხიდზე გადაადგილება კვლავ შეზღუდულია. ამის შესახებ თვითერზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი წერს. ხიდზე ორმხრივი მიმოსვლა მხოლოდ ენგურჰესზე დასაქმებულებს და ექიმის ცნობის მქონე პაციენტებს შეუძლიათ. ენგურის ხიდზე მიმოსვლა გუშინწინ საღამოს შეიზღუდა. დე-ფაქტო ხელისუფლების თქმით, მიზეზი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებია.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top