„პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას ხატია დეკანოიძე აფასებს

ეს პერსონა

საარჩევნო სისტემის ცვლილებებს აფასებს ხატია დეკანოიძე. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღნიშნავს რომ პროპორციული სისტემის საკანონმდებლო ინიციატივა, რამდენიმე კვირის წინ, ოცმა პოლიტიკურმა სუბიექტმა დაარეგისტრირა. დეკანოიძის თქმით პროპორციული სისტემა  ერთერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია ქვეყნის დემოკრატიის სხვა ხარისხში გადაყვანისთვისთვის.

„ჩვენ 3%-იანი ბარიერი გვქონდა დარეგისტრირებული, ვითხოვთ რომ საკონსტიტუციო კომისიაში ფართოდ და საჯაროდ განხილვა მოხდეს, მაგრამ რაც არ უნდა ნაღმი ჩადოს, პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც არის ხელისუფლება, რა საკვირველია არ ამოივსება, პირიქით გაიზრდება.“  

დეკანოიძე საარჩევნო ცვლილებას, საქართველოს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან ცვლილებად აფასებს და მიაჩნია რომ ეს გამარჯვება ახალგაზრდებმა მოიპოვეს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top