Rammstein-ის სკანდალური კლიპი "გერმანია"

გერმანული როკ-ჯგუფის ჯგუფის ახალი კლიპი სკანდალის მიზეზი ხდება. რამშტეინის ნამუშევარს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. გერმანიაში თვლიან, რომ ჯგუფს "მეტისმეტი მოუვიდა" და აქცენტს აკეთებენ ანტისემიტურ ნაწილზე, ხოლო მეორე ნაწილს კლიპი გერმანიის ქებისა და კრიტიკის კარგ ნიმუშად მიაჩნია.

რეალურად, კლიპი მოგვითხრობს გერმანიის უკანასკნელი ორი ათასწლეულის ისტორიას, რომის იმპერიის  შეჭრიდან კოსმოსურ ექსპანსიამდე. სკანდალი კლიპის მეოთხე წუთიდან ნაცისტურ გერმანიაში შექმნილი "საკონცენტრაციო ბანაკის" კადრებს მოჰყვა. ვიდეოში ებრაელების დასჯის სცენას რეფრენად გასდევს სიმღერა "გერმანია უპირველეს ყოვლისა" (Deuchland uber alles).  კრიტიკოსები წერდნენ, რომ ჰოლოკოსტის ტრაგედია კლიპში სარეკლამო მიზნებისთვის გამოიყენეს. მასში ასევე გვხვდება რასისტული და ჰომოფობიური მინიშნებები.  ჯგუფი დასცინის ნაცისტებს, კათოლიკურ ეკლესიას, რადიკალურ მემარცხენე ტერორისტულ ორგანიზაცია "წითელი არმიის ფრაქციას" და ზოგადად, გერმანიის პოლიტიკურ წარსულს. მათ ვინც ჯგუფის ნამუშევარი დადებითად შეაფასა, მიაჩნიათ რომ რამშტაინი არ ცდილობს მესამე რაიხის რომანტიზებას.

კლიპს ამ დროისთვის 27 მლნ-მდე ნახვა აქვს და სოციალურ ქსელშ განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანია

 

გერმანულმა როკ ჯგუფმა კლიპი 26 მარტს დაანონსა და სამ დღეში, 29 მარტს გამოაქვეყნა
 

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ემანუელ ნაჰშონი წერს: "რამშტეინის კლიპი იყენებს ჰოლოკოსტს სარეკლამო მიზნებისთვის, ეს არის სამარცხვინო და მიუღებელი. ჩვენ ვუერთდებით დაუყოვნებლივ წაშლის მოთხოვნას".

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top