"ჩვენ ვნახავთ, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები გავა გუდაუთიდან და ცხინვალის რეგიონიდან"-სალომე ზურაბიშვილი

ეს პერსონა

"ჩვენ ვნახავთ, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები გავა გუდაუთიდან და ცხინვალის რეგიონიდან"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე ისაუბრა.პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთთან განახლებული დაძაბულობა მიუთითებს, რომ არსებული სტატუს-კვო მიუღებელია და ხელს არ უწყობს გრძელვადიან სტაბილურობას. მისი თქმით, საჭიროა დეესკალაცია და ჟენევის მოლაპარაკებების განახლება, რაშიც ევროპა უნდა იყოს უფრო აქტიურად ჩართული, რათა ხელი შეუწყოს და მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზაზე მოძრაობას.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top