გიორგი გახარია ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს - LIVE

ეს პერსონა

ამ წუთებში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია "TV პირველზე" ინგა გრიგოლიას გადაცემაში იმყოფება და ჟურნალისტის კითხვებს პასუხობს

 

0
0
0
1
0
კომენტარები
ნიკა გვარამია
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი
უფრო ვრცლად
ღმერთო, კაცი იმენა არაადეკვატური ფსიქოპატია. სტუდიაში არ ამოთხრიდეს თვალს გრიგოლიას და არ დავეძებ
გიორგი მუმლაძე
ილიაუნის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი
უფრო ვრცლად
ეს ადამიანი გამოკეტეთ ფსიქიატრიულში! აქციას არანაირი ორგანიზატორი არ ყავდა და ეს ნაძირალა ნუ გვაფურთხებს ყველას!
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
"ინგა გრიგოლია პირდაპირ ეთერში არ უყურებდა იმ ღამეს რაც ხდებოდა? ობიექტურობა ყველა მხარემ უნდა შეინარჩუნოს, მათ შორის ჟურნალისტებმაც." - წერს სოციალურ ქსელში მამუკა სალუქვაძე
გრიგოლიას გავრილოვი კობახიძის სკამზე რომ დაუნახია ცუდად გამხდარა.... (სასოწარკვეთილი ჯამბულატის ფატიმის სახით) კიდევ ეს მინდოდა! გასკდა გული)
ახალგაღვიძებულ ქალაქში მეამბოხე ჯგუფები დარბოდნენ და ახალგაღვიძებულ მოქალაქეებს ძუყნავდნენო. გახარიამ. ბრძანება ჰქონდათ მეამბოხეებს, წირპლიანს ვისაც ნახავდნენ ეცემათ. წირპლიანებს და ვისაც კბილის ჯაგრისი ედო პირში. სხვანაირად აბა ახალგაღვიძებული როგორ უნდა გამოარჩიო შენიანისგან? გახარიაჩემიმინისტრია, მხარაჭერის სლოგანი კი არა, ინტელექტის ტესტია.
პოლიციის პირველი ფუნქცია ადამიანების დაცვა და მათთვის საფრთხის არიდებაა და მხოლოდ ამის შემდეგ რკინა-ბეტონის კონსტრუქციების რომელსაც კონკრეტულ მომენტში კონკრეტული ფუნქცია აქვთ.
გიორგი გაბაშვილი
ქ. თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ევროპული საქართველო-თბილისი“ თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
1. აქცია დაშლამდე გავაფრთხილეთო. 2. ოპოზიციას იმ დღემდე ხმა არ ამოუღია გავრილოვზეო. 3. რასაც ვაკეთებდით სულ მოგერიება იყოო. მოკლედ - წასულია ამ კაცის საქმე
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
"ინგა გრიგოლია სამარცხვინო ეთერს მართავს ახლა და სრულად არადამაკმაყოფილებელ კითხვებს სვავს ეთერში. ვასაძე და ხოშტარია ერთმანეთის საპირწონე ბოროტებად გაასაღებინა ისე ერთი ჩაკითხვაც არ გააკეთა. თბილისი პრაიდი არც კი უხსენებია. პირდაპირ რომ შეგვატოვეს მის მიერ მართულ ძალადობრივ ჯგუფებს. ამიტომ იყო სირცხვილი მისი გაპრავება და ამ ვითომ ჰარდთოქ ეთერში მისვლა." - წერს გოჩა გაბოძე
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
გიორგი გახარიამ ჩემთვის არაფრით განსხვავდება ერთმანეთისაგან ელენე ხოშტარია და ლევან ვასაძეო. არანაირი სხვაობა მათ შორის არ არისო." - აღნიშნა ფეისბუქ პოსტში ნათია სამუშიამ
ელისო კილაძე
გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
"#20ივნისის დარბევა არ პრავდება ! ინტერვიუსთვის მზად არაა ! არგუმენტებში ვერ დამაჯერა! გადადგომა გაქცევა არაა-პასუხისმგებლობაა! ძალის გადამეტებაზე დასჯილი არავინ არაა ! პროპორციული ძალა თვალების დათხრაა?!"
გიორგი მშვენიერაძე
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
ახლა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ერთ მხარეს იდგნენ აგრესიული (პრორუსი ვასაძე, პრიმაკოვის ფონდის დირექტორი ლორთქიფანძე და სხვები), მეორე მხარეს მშვიდობიანი ადამიანები (ბოკერიები და ხოშტარიები დაგვარქვა) და მათ შორის ჩემთვის არანაირი განსხვავება არააო. მშვიდობიან ადამიანებს გვადანაშაულებს, მოძალადეებს აღიზიანებთო, მოძალადეებს, რომლებიც თავად მოგვადგნენ და შეეცადნენ იმ სივრცის დაკავება, სადაც აქციას ვატარებდით. მაგას ვწუხვართ ჩვენც ბატონო მინისტრო. უფრო მეტიც, იმ "აგრესიულებს" თქვენ აკონტროლებთ და თქვენ გამოიყვანეთ რუსთაველის გამზირზე, როგორც ერთი წლის წინ, მაისში. უბრალოდ ვერ გათვალეთ, რომ უკვე ჭკუანასწავლები, ღამე იქ დავრჩებოდით და ავიტანდით თქვენი მოგზავნილი ორკების გინებას და ბოთლების სროლას, არ დავიშლებოდით და დილით დაღლილობასთან ერთად მზესთან გამკლავებაც მოუწევდათ მათაც და პოლიციასაც. აი აქ უკვე შეწუხდით და როგორც გამოიყვანეთ, ისე გაიყვანეთ უკან ეს ხალხი.
თემურ ცამციშვილი
პოლიტიკური პარტია "გირჩის" წევრი
უფრო ვრცლად
"ინგა მართლა ირმა ხო არაა?!"
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
"ტვ პირველის ეთერში გახარიას გამოსვლის შემდეგ, ყველა დავრწმუნდით, რომ იურდიული კუთხით სახელმწიფოს პოზიცია სწორი იყო. ამაზე ყველა იურისტი თანხმდება. ასევე დავინახეთ, რომ პოლიციის მხრიდან მსხვერპლი(თვალი დაკარგა ერთმა პოლიციელმა) თურმე მსხვერპლი არ არის :( ყველაზე ცუდი სწორედ ის არის რომ ხალხის გარკვეული ნაწილი ტრაგედიის დროსაც მიკერძოებული და სუბიექტურია. კარგად გაეცანით ფაქტებს და თვალნათლივ დაინახავთ, რომ გახარიას/სახელმწიფოს პოზიცია იყო სწორი და მან ადეკვატური ძალა გამოიყენა! პ.ს.დღეს გახარიამ, ყველა კითხვას დეტალურად და ამომწურავად უპასუხა👍" - წერს „ახალგაზრდული ცენტრის“ ლიდერი დავით ჩიხელიძე
ვაახ კაცო თქვენ აქ ინგა გრიგოლიას საგინებლად ხართ?ინგას გადაცემის სტილი ყველამ იცის, კითხვასაც რომ გრძლად სვამს, უხერხულ კითხვებსაც და თან რომ არ აცდის საუბარს, ხოდა მივიდა ეს ადამიანი იქ და არა სხვა არხზე სადაც არავინ არაფერს შეაწყვეტინებდა, ხოდა უნდოდა და მივიდა ,იცოდა და მივიდა !ინგასთან როა იმიტომაა საინტერესო და რეიტინგული გადაცემა!
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
"გიორგი გახარია არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული მინისტრი, რომელიც საქართველოს ჰყოლია. მან 2-3 საათის განმავლობაში არ გასცა მომიტინგეების დაშლის ბრძანება, ამით კი ოპოზიციის ლიდერებმა ბოროტად ისარგებლეს და სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის მიტანის მცდელობა ჰქონდათ. როგორ ფიქრობთ, როდესაც მინისტრი უყურებს როგორ ესხმიან თავს მის ხელქვეითებს რამდენიმე საათის განმავლობაში, როგორ გამოხატავენ მათ მიმართ აგრესიას (იტაცებენ, ურტყამენ, ესროდნენ ბლაგვ საგნებს, მათ შორის ქვებით სავსე ბოთლებს ❗), ასე გულხელდაკრეფილი უნდა იჯდეს და დააცადოს ბრბოს ქვეყნის გადატრიალება ?? რომელ ნორმალურ ცივილურ ქვეყანაში მოუთმენდნენ მომიტინგეებს ამდენს ? პოლიციელებიც ადამიანები არიან, რომლებმაც უდიდესი თმენის უნარი გამოიჩინეს ) რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ, საქართველოს ჰყავს ძალიან ღირსეული შს მინისტრი ) P.S. ინგა გრიგოლია, ამდენი წლის სტაჟი გაქვს ჟურნალისტობის, და დღემდე ვერ ისწავლე, რომ როდესაც რესპოდენტს კითხვას დაუსვამ, პასუხის გაცემა უნდა აცადო )" - წერს სოციალურ ქსელში ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი ანი ღოღობერიძე
რატომღაც მგონია ბოლოში ინგა ეტყვის....გიორგი დავიკიდოთ ყველაფერი დავივიწყოთ ყველაფერი და სადმე შორეულ ტროპიკულ კუნძულზე წავიდეთ საცხოვრებლად...)
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
"20 ივლისის მოვლენებმა ბევრი კითხვა დაბადა და ამ ყველაფერზე კონკრეტულ და ძირეულ პასუხს გასცემს მინისტრი, ერთხელ და საუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა . გახარია არის მინისტრი თავისი საქმის პროფესიონალი, რომლისთვისაც სკამი და თანამდებობა არაფერია, მისი გადადგომა ეხლა ყველაზე დიდი შეცდომა იქნება, მისი უმთავრესი ვალდებულებაა საქმის ბოლომდე მიყვანა და დამნაშავეების გამოვლინება!" - წერს საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი ქეთევან თვალჭრელიძე
თამარ ჩერგოლეიშვილი
ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
ბატონო გახარია, ჰედლაინებს გადავავლე მხოლოდ თვალი - თქვენ გქონდათ შესაძლებლობა (სასამართლოში - უფლებაც) დუმილი შეგენარჩუნებინათ და გადამდგარიყავით. ამის ნაცვლად, თქვენ პოსტზე დარჩენა და ტყუილების ლაპარაკი არჩიეთ. ყველაფერი, რაც თქვით, თქვენ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. არ მოგასვენებთ არსად. სადაც წახვალთ, ყველგან დაგხვდებით. ყველგან პოლიციის კორდონები დაგჭირდებათ.
დავით ბერძენიშვილი
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი
უფრო ვრცლად
ორი ადამიანია მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში დარჩენილიო? 4 მხოლოდ ისრაელშია, ეს რაც ვიცით. კობა ლეთოდიანი ისრაელშია, ურთულესი მდგომარეობა აქვს. აფხაზეთში ომში ერთი თვალი დაკარგა და მეორედან ორი ტყვია ამოუღეს ებრაელმა ექიმებმა, და ჯერ ვერ ამბობენ, რომ ბადურას აღადგენენ და სრული დაბრმავებისგან იხსნიან...ახალგაზრდა ბიჭებია კიდევ... იმედი გაქვს, რომ არ იტყვიან, გაისუსებიან? მატყუარა... როგორ ვიკავებ თავს სხვა ეპითეტისგან...
ეკა გიგაური
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი
უფრო ვრცლად
რა ვიცი მე იქეთ აქციაზეც ვიყავი და კიდევ კარგი პოლიციის გვერდით ვიდექით ცოტაც და მზად იყვნენ ფიზიკურად ვეცემე რადგან სახეზე მიცნეს. იქვე დადიოდა რუსეთის ანაზღაურებაზე მყოფი ლორთქიფანიძე. საცოდავ ქუჩის ძაღლებს ფეხებს ურტყავდნენ და გახარია არ გადადგესო და მოშიმშილეებს უნდა დავაკვირდეთ მგონი საჭმელს ჭამენო ყვიროდნენ. მეორე მხარეს სიმღერა და ცეკვა იყო. ევროპის და ნატოს დროშები. მშვიდი ხალხი ვინც ემიჯნებოდა ძალადობას. ქუჩის ძაღლებმა იგრძვნეს სად მოეფერებოდნენ და სწრაფად გადმოინაცვლეს იქეთ ❤ რა შუაშია ახლა ტოლობის ნიშანი ამ ორ აქციას შორის?
გია აბაშიძე
პოლიტიკის ანალიტიკოსი
უფრო ვრცლად
ვუყურე გახარია-გრიგოლიას. არასოდეს ვიზიარებ ჟურნალისტთა საჯარო დამუნათების კამპანიას. ეს ის შემთხვევაა, როცა ადრე თუ გვიან, ინგას მოუწევს იმის აღიარება, რომ წააგო როგორც თავის დროზე ბენდუქიძესთან და ბოკერიასთან. ასეთ კომპლექსურ თემებზე პროდიუსერებსა და ტელეგუნდს ვურჩევდი კონსულტაციების გავლას არაანგაჟირებულ იურისტებთან. ტვ პირველის სტილიც მოლაყლაყდა. საჯაროდ არც მითქვამს და არც ვაპირებ ჩემი და იმ დაბოღმილი ყველაფერჩიკის იაფფასიანი ცირკაჩობის კომენტირებას ტრაპაიძის ეთერში. და იმასაც გეტყვით - აღარ დავდივარ ამ ტელევიზიის მიერ შემოთავაზებულ მართლაც და მალახოვის (ზემარტივად რომ ავხსნა) დონის ფსევდო-პოლიტიკურ talk show-ებში, სადაც ანალიზი და არგუმენტები კი არაა მთავარი, არამედ ტელეხულიგნობა და ძიშოვი ეპატაჟი. ტვ პირველო, როგორც გულშემატკივრის და არა ოპონენტის რჩევად მიიღეთ - ცოტა შეჯანჯღარდით, მასე ვეღარ გააგრძელებთ საკუთარი რენომეს maintenance-ს...
ეს პერსონა
Top