9 აპრილი - რუსთაველის გამზირი 30 წლის შემდეგ

9 აპრილს გამთენიის 4 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაბადებული ტრადიციაა. წუხელ ღამით პარლამენტის შენობისთან, სადაც 30 წლის წინ საბჭოთა სპეც. დანაყოფებმა იერიში მიიტანეს მოშიმშილეებზე, კვლავ შეიკრიბნენ მოქალაქეები და პატივი მიაგეს 9 აპრილის გმირების ხსოვნას. მოედანზე იყვნენ რიგითი მოქალაქეები და ის პოლიტიკოსები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ იმ პერიოდის მოვლენებში: აკაკი ასათიანი, კახა კუკავა, გედევან ფოფხაძე, რევაზ შავიშვილი, კობა ხაბაზი, ირაკლი წერეთელი და სხვები. დილის 10 საათიდან 9 აპრილის მემორიალთან პარლამენტისა და მთავრობის წევრები, საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, პრეზიდენტი, თბილისის მერი და სხვა ოფიციალური პირებიც გამოჩნდნენ. მოვიდნენ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები, ოპოზიციის წევრები. მემორიალთან გმირების ხსოვნის პატივსაცემად ლიეტუვას საელჩოს თანამშრომლებმა სიმღერა "დაუკარით" შეასრულეს. ტრადიციულად მღეროდა 9 აპრილის უცვლელი ხმა - უსინათლო მომღერალი ლელა ვეფხვაძე. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top