"დიახ, აქცია დაახლოებით 10 საათიდან გახდა ძალადობრივი" - სოფო ვერძეული

ეს პერსონა

არასამთავრობო ორგანიზაცია "EMC"-ის იურისტი, სოფო ვერძეული სოციალურ ქსელ facebook-ში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც 20 ივნისის მოვლენებს აფასებს. იგი ამბობს, რომ 20 ივნისის მოვლენები მძიმე მოვლენა იყო ქართული ისტორიისთვის. მისი აზრით, მინისტრის გადადგომის მოთხოვნის დაფუძნება ნახევარი სიმართლის თქმით არასწორია და იგი აკრიტიკებს პოლიტიკოსებს (განსაკუთრებით ნიკა მელიას), რომლებმაც სიტუაციის დეესკალაციისთვის არაფერი გააკეთეს.

"არცერთი მნიშვნელობის და სიმძიმის ბრძოლაში არ არის ზედმეტი დარჩე ადეკვატური და სამართლიანი" - ამ სიტყვებით ასრულებს პოსტს ვერძეული. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
სოფო ვერძეული აანალიზებს 20 ივნისის ღამეს და "მიუკერძოებელი დამკვირვებლის" სტატუსით სიმართლედ გვასაღებს მთავარ სახელისუფლო ჰედლაინს, რომ "აქცია დაახლოებით 10 საათიდან გახდა ძალადობრივი". სინამდვილეში აქცია იყო მრავალათასიანი, ხოლო პოლიციასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა დაახლოებით ასამდე (შეიძლება ოდნავ მეტი) მომიტინგე. მხატვრის სახლთან და გამზირზე მდგომ ადამიანებს არათუ ძალადობრივი განზრახვა არ ჰქონიათ, არამედ არც კი იცოდნენ, თუ რა ხდებოდა ზემოთ. არ ისმოდა რუპორის ხმა, არ იყო დამონტაჟებული მიკროფონი, ეკრანი და დინამიკები. თუ დავიჯერებთ, რომ აქცია ძალადობრივი გახდა, მაშინ ხელისუფლებას მართლაც ჰქონია ლეგიტიმური უფლება, დაეშალა მომიტინგეები. მაშინ გახარიას გადადგომის მოთხოვნა (რომელსაც "ობიექტურობისთვის" აყენებს სტატუსის ავტორი) კიდევ უფრო სადაო ხდება. სინამდვილეში, რეალობა არის შემდეგი: 1. ხელისუფლებას უნდა გაეცნობიერებინა სპონტანური პროტესტის სიმძაფრე და უნდა გადაეყენებინა თანამდებობიდან პარლამენტის თავმჯდომარე; 2. შსს-ს არ უნდა გამოეყვანა საპოლიციო დანაყოფები პარლამენტის რკინის ღობის გარეთ და ამით არ უნდა მოეხდინა მომიტინგეებთან ფიზიკური შეხების პროვოცირება; 3. ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას არ უნდა გაეკეთებინა პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო მოწოდება პარლამენტის ეზოში "მშვიდობიანად შესვლის" თაობაზე; 4. ხელისუფლებას არ უნდა დაერღვია პირობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკების შესახებ და ცრემლსადენი გაზი არ უნდა ესროლათ მიტინგის უკანა რიგებში, საიდანაც არავითარი ძალადობრივი საფრთხე არ მოდიოდა; 5. პოლიციას არ უნდა დაეწყო მიტინგის დაშლა კანონით გათვალისწინებული სავალდებულო გაფრთხილების გარეშე; 6. პოლიციას არ უნდა გამოეყენებინა ისეთი ტყვიები, რომლებიც აღწევს სხეულში და იწვევს ადამიანის დასახიჩრებას; 7. პოლიციას არ უნდა ესროლა რეზინის ტყვიები თავის არეში, თვალებში და ახლო მანძილიდან; --------------------- "ობიექტურობის" საბურველში სახელისუფლო პროპაგანდის მესიჯბოქსი ვერ შეინიღბება.
ეS პერსონა
მედია საშუალება
უფრო ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ" უნდა გააკეთოს განმარტება, ის რაც ოთო კახიძემ ნიკა მელიას მისამართით განაცხადა, არის მისი პირადი აზრი, რასაც პარტია ასევე საჯაროდვე (იმედია) გაემიჯნება, თუ იზიარებთ რომ ნიკა მელიამ რამე დააშავა როცა ხალხს "მშვიდობიანად" და "ხელებაწეულებს" პარლამენტის ეზოში შესვლისკენ მოუწოდა? რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ამ მნიშვნელოვან ფაზაში ეს ძალიან პრინციპული საკითხია, სახელმწიფო ბრალდებას ახმოვანებთ და მათ აზრს იზიარებთ, თუ ნიკას გვერდით დგახართ?
ეს პერსონა
Top