სავალუტო ჯიხურებში საკომისიოების პრობლემა და ბულინგის მსხვერპლი გოგონა

ეს პერსონა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მომხდარი დაპირისპირების ამსახველი ვიდეო. ირკვევა, რომ უცხოელმა ტურისტმა 200 დოლარის ღირებულების ლარი იყიდა, თუმცა დადგენილი მომსახურების საკომისიო - 9% სავალუტო ჯიხურმა დაიტოვა. ფაქტს მოგვიანებით ვიდეოს ავტორის აღშფოთება და პუნქტის თანაშრომელთან დაპირისპირება მოჰყვა.

ვიდეოს ავტორი მითითების მიუხედავად გარკვევით არ აჩვენებს კანონით განსაზღვრულ საინფორმაციო დაფას და სპეკულირებს, ასევე აცხადებს რომ პუნქტის შესასვლელთან ჩამქრალია საინფორმაციო დაფა, მიუხედავად იმისა რომ ვიდეოში ანთებული დაფა ჩანს.

კონფლიქტის განსამუხტად ადგილზე გამოცხადნენ სამართალდამცავები და ავტორმა ვიდეოს გადაღება შეწყვიტა, რის გამოც ჩვენთვის უცნობია მოვლენათა შემდგომი განვითარება. მაგრამ ფაქტია, რომ სავალუტო ჯიხურის თანამშრომელი გოგონა სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გახდა.

ეროვნული ბანკის 2016 წლის დადგენილებით ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსის, მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის (ასეთების არსებობის შემთხვევაში) შესახებ. საყურადღებო კურსი - ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ განსაზღვრული კურსია, რა დროსაც ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა 3%-ს აღემატება. 

აგრეთვე სავალუტო ჯიხური ვალდებულია საყურადღებო კურსის შესახებ კლიენტისათვის თვალსაჩინო ადგილას (სალაროსთან და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დაფაზე) განთავსება უზრუნველყოს. ამასთანავე მომხმარებელს ხელი მოაწერინოს ვალუტის გადაცვლის ოპერაციის ქვითარზე, რაც მომხმარებელს დამატებით საშუალებას მისცემს კიდევ ერთხელ გაეცნოს მის მიერ განხორციელებული გადაცვლის ოპერაციის პირობებს.

ყურადღებით იყავით სავალუტო ჯიხურებში, რათა თავი მოტყუებულად არ იგრძნოთ.

ვიდეო: ზაზა მეზვრიშვილი

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top