ფეხბურთის მატჩის გამო სუდანში რევოლუცია ერთი დღით გადადეს

ეს პერსონა

სუდანში თვეების წინ დაწყებული საპროტესტო ტალღა, რომელიც ლოგიკური შედეგით - რევოლუციით უნდა დასრულებულიყო, ერთი დღით ბარსელონა-მანჩესტერის მატჩის გამო შეაჩერეს.

ქვეყანაში პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები უკანასკნელი თვეების მანძილზე ინტენსიურად იმართებოდა. თუმცა ვითარება ბოლო დღეებში მკვეთრად დაიძაბა. 10 აპრილს, დემოსტრანტებმა აქციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს და ქუჩებში დიდი ეკრანები დაამონტაჟეს. ამის მიზეზი კი ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალური შეხვედრა გახდა, სადაც ბარსელონამ მანჩესტერი 1:0 დაამარცხა.

დღეს კი აქციის მონაწილეებმა მიზანს მიაღწიეს - რევოლუცია შედგა. ალ-ბაშირი დაპატიმრებულია, ხოლო ქვეყანას არმია აკონტროლებს. ომარ ალ ბაშირი სუდანის პრეზიდენტის თანამდებობას 1989 წლიდან იკავებს. მან ოფიცერთა ჯგუფით მოაწყო უსისხლო სამხედრო გადატრიალება, რომლის შედეგადაც სუდანის დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრის, სადიქ ალ-მაჰდის მთავრობა დაამხო.

 

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top