ბათუმის საკრებულოში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ეს პერსონა

ბათუმის საკრებულოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბათუმის მერიის აიპებში დასაქმებული ადამიანების სია მოითხოვეს. 

ოპოზიციის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ აიპებში ნეპოტიზმია, რის გამოც არ აწვდიან საჯარო ინფორმაციას.

"ქართული ოცნების" დეპუტატებმა ბრალდებების საპასუხოდ განაცხადეს, რომ სია ელექტრონულად გადაცემულია. მიუხედავად ამისა, მხარეებს შორის დაპირისპირება მაინც მოხდა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top