"მაგათ უნდათ რუსი ტურისტის მაგივრად რუსი ჯარისკაცები შემოვიდნენ" - ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე"

ეს პერსონა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" რუსულ ოკუპაციაში ლომის წვლილი აქვს.

"ნაციონალური მოძრაობა შემოუძღვა რუსის ჯარს. დღესაც ასე უნდათ - ტურისტი კი არ უნდა შემოვიდეს ჯარისკაცი უნდა შემოვიდეს რუსი, ამას აკეთებენ. იმ ოკუპაციაშიც ლომის წვლილი აქვთ, და რომ არა მათი დაუდევრობა, ამათი ღალატი ამათი ქცევა, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა საქართველოში 2008 წელსაც. არ იფიქროთ, რომ ვამართლებ რუსის ჯარის შემოსვლას. ჩვენ ყველანი "ქართული ოცნებიდან" ვიყენებთ ტერმინოლოგიას, რომ ოკუპირებულია საქართველოს 20 პროცენტი. მაგრამ ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ. დღეს, რომ გულზე იხატავენ "არა ოკუპაციას" ვის ეუბნებიან ესენი. მათ მოახერხეს ეს ოკუპირება" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

3
0
1
1
3
კომენტარები
ეს პერსონა
Top