რა ხდება აბასთუმანში და რას მიიღებენ პაციენტები და ადგილობრივები რეაბილიტაციის შედეგად?

ეს პერსონა

კურორტ აბასთუმანის რეაბილიტაციით ბიძინა ივანიშვილი და ფონდი "ქართუ" დაინტერესდა. გეგმის მიხედვით, ის სადაც ამჟამად ტუბსაავადმყოფო მდებარეობს, სასტუმრო აშენდება, საავადმყოფო კი მოშორებით გადავა. სპეციალისტების თქმით, ადგილმდებარეობის შეცვლის მიუხედავად, კლიმატი ახალ ტერიტორიაზეც სამკურნალო თვისებების მატარებელია, რაც ლაბორატორიულად დადგინდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მედიაში არ წყდება ხმაური დაწყებულ მშენებლობასთან დაკავშირებით. ამ კამპანიას ეკა სილაგაძე ეხმაურება და იმ მდგომარეობაზე სუბრობს, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა, ტუბსაავადმყოფო "ზეკარი" და საერთოდ, დაბა აბასთუმანი იმყოფებოდა. ეკა სილაგაძის თქმით, წლების განმავლობაში ინვესტორები არ ინტერესდებოდნენ აბასთუმნით, ახლა კი სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია, პაციენტებისთვის თანამედროვე ცენტრი შენდება, სასტუმროს განაშენიანების ზონიდან გაყვანილი ადგილობრივები კი კომპენსაციებსა და დამატებით ბონუსებს მიიღებენ. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top