ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირზე პირველი შეხვედრა მოიგო

ეს პერსონა

23 ივლისს ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის 500-იანი კატეგორიის ტურნირის პირველი წრის შეხვედრა მოიგო. ბასილაშვილმა ბოლივიელი უგო დელიენი 2 სეტში ანგარიშით 6:4, 6:3 დაამარცხა. ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება მხოლოდ 2-ჯერ დათმო, ხოლო მეტოქის მოწოდებაზე 5 გეიმი მოიგო, რაც მოგებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. მეორე წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასა  და ხუან ლოდეიროს შორის გამარჯვებული იქნება. შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ამ ტურნირის გასული წლის გამარჯვებულია.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top