რა ხდება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში?

ეს პერსონა

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში 13 ოპერატორია გაფიცული. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით აჭარის პროფკავშირების გაერთიანება აქვეყნებს. ოპერატორები ხელფასის გაზრდას ითხოვენ. დღესვე, 13 საათზე მაუწყებლის ბორდი ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. დირექტორისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი რამდენიმე დღის წინ ბორდის ორმა წევრმა დააყენა. ტელევიზიის პროფკავშირების განცხადებით, ოპერატორების გაფიცვასთან დაკავშრებით განცხადება დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top