მიხეილ ბატიაშვილმა წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდები შეაჯამა

ეს პერსონა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდები შეაჯამა. მინისტრის თქმით საქართველოს 11 ქალაქში აბიტურიენტებს მთელი თვის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ მშვიდ ვითარებაში ჩაებარებინათ გამოცდები. მინისტრმა აღნიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით დაგვიანებებმა იკლო, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას რაიმე სერიოზულ ექსცესს ადგილი არ ჰქონია. ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ ნაშრომების გასწორება აგვისტოდან დაიწყება. მინისტრმა აბიტურიენტებს წარმატება უსურვა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top