სკოლის გაცდენისათვის ნობელის პრემიაზე წარადგინეს! - რა ხდება საერთოდ მსოფლიოში?!

ეს პერსონა

2018 წლის აგვისტოში შვედმა მოსწავლემ გრეტა ტუნბერგმა  შვედეთის პარლამენტის წინ პიკეტი მოაწყო. გრეტა პროტესტის ნიშნად პარასკევობით სკოლაში სიარულს არ აპირებდა მანამ, სანამ მთავრობა პარიზის კლიმატის შეთანხმების შესრულებას არ შეუდგებოდა. შეთანხმების მიზანია გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლა. გრეტამ მაშინვე მიიქცია მთელი მსოფლიოს ყურადღება. მის პროტესტს ამერიკის, ევროპის და ავსტრალიის 400 ქალაქიდან ათასობით მოსწავლე შეუერთდა, თავად გრეტა კი ნობელის პრემიაზე წარადგინეს.

გრეტა ერთი ჩვეულებრივი, პატარა გოგონაა, რომელიც უკვე ახერხებს მსოფლიოს შეცვლას.

რამდენიმე წლის წინ ეკოლოგიური კრიზისი შორეულ და დაუჯერებელ საფრთხედ მიიჩნეოდა, მაგრამ 2019 წლის თებერვალში სახელმწიფო პოლიტიკის კვლევის ბრიტანულმა ინსტიტუტმა (IPPR) მოხსენება გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ კაცობრიობისათვის „ეკოლოგიური კატასტროფების ეპოქა დადგა“ და უახლოეს წლებში ადამიანის ზემოქმედება გარემოზე მსოფლიო ეკონომიკასა და საზოგადოებას დესტაბილიზაციამდე მიიყვანს. გაეროს პროგნოზით, 20 წლის შემდეგ პლანეტაზე ტემპერატურა 1,5 °მოიმატებს, შედეგად კი გვალვები, წყალდიდობები და ქარიშხლები გაცილებით ძლიერი და დამანგრეველი გახდება. იმ შემთხვევაში კი, თუ დათბობა  2 °C-ს გადააჭარბებს, მაშინ წყლისა და საკვების უკმარისობა მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია 2030 წლისთვის ნახშირორჟანგის გამოფრქვევა ატმოსფეროში 45 პროცენტით მაინც შემცირდეს და სწორედ ამას ითვალისწინებს პარიზის ხელშეკრულებაც, თუმცა წევრი ქვეყნები მის შესრულებას არ ჩქარობენ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top