რატომ არ იმყოფებოდა პატრიარქი საზეიმო წირვაზე?

ეს პერსონა

დღეს, ილია მეორე ბზობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში არ იმყოფებოდა და მის ნაცვლად სადღესასწაულო წირვა მისმა მოსაყდრემ მეუფე შიომ ჩაატარა. როგორც ცნობილი ხდება, ილია მეორემ წირვის ჩატარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძო. მისი პირადი ექიმის თქმით, კათალიკოს პატრიარქი გაციებულია და ექიმების რეკომენდაციით, შინ დარჩა. 

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top