პრემიერ-მინისტრმა ქართველ ხალხს ბზობა, ზელენსკის კი გამარჯვება მიულოცა

ეს პერსონა

21 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ ხალხს ბზობა, მეორე პოსტით კი ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვება მიულოცა. საყურადღებოა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს კომენტარი საერთოდ არ გაუკეთებია პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე.

მამუკა ბახტაძემ უკრაინის ეროვნული ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ საკუთარ ტვიტერზე დაწერა: 
"ვულოცავ ახლადარჩეულ პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის! საქართველო დგას უკრაინის სამშვიდობო და დემოკრატიული მისწრაფებების გვერდით!"

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top