მოდრიჩმა მადრიდის რელაში საიუბილეო მე-300 მატჩი ითამაშა

ეს პერსონა

მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა კლუბში მე-300 მატჩი ითამაშა. საიუბილეო შეხვედრა რეალსა და ატლეტიკო ბილბაოსთან გაიმართა. ფეხბურთელს თანაგუნდელებმა სამახსოვრო მაისურიც აჩუქეს, რომელსაც "300" ეწერა.

ლუკა მოდრიჩი მადრიდის რეალის ფეხბურთელი 2012 წლიდანაა. ესპანურმა კლუბმა მოდრიჩის სანაცვლოდ 32 მლნ. გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top