ბიბლიურმა თავისუფლებამ თეა წულუკიანი და სოსო გიორგაძე ანათემას გადასცა

ეს პერსონა

"გირჩის" რელიგიურმა ორგანიზაცია "ბიბლიურმა თავისუფლებამ" იუსტიციის მინისტრი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ანათემას გადასცა. ამის შესახებ ორგანიზაციამ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა სათაურით "ანათემა მხევალი ღვთისა თეონასი და მონა ღვთისა სოსოსი".

სავარაუდოა, რომ "ბიბლიური თავისუფლების" "წყევლა" წულუკიანმა და გიორგაძემ მას შემდეგ "დაიმსახურეს", რაც მთაწმინდაზე "გირჩის" მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდამჭერების გადაწერის პროცესი სააგენტომ შეაჩერა. პოლიტიკურ გაერთიანებაში აცხადებდნენ, რომ ისინი ამ ფაქტს გააპროტესტებდნენ და როგორც ჩანს ერთ-ერთი ფორმა ხუმრობით ნათქვამი "წყევლა" აღმოჩნდა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top