აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი მაღალიჩინოსანი სამეფო კარის თამაშებში მონაწილეობს

ეს პერსონა

აშშ-ის ცენტარლური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ოფიციალური ტვიტერით ცნობილი გახდა, რომ უწყების ხელმძღანელის ყოფილი მოადგილე სერიალ "სამეფო კარის თამაშებში" ეპიზოდურ როლს თამაშობს.

დევიდ კოენი ფინალური სეზონის მეორე სერიაში ჩნდება. სერ დავოსი მას თეფშზე წვნიანს უსხამს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას ყოფილი თანამშრომლები ეხუმრნენ ან სერიალის პროდიუსერები მაყურებელს დიდ სიურპრიზს უმზადებენ.

"ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის მუშაობა მსოფლიოში მოგზაურობაცაა. აშკარად ეს სხვა "სამეფოებშიც" ვრცელდება.
"პატარა ჩიტუნებო" დააკვირდით მერვე სეზონის ახალ ეპიზოდს, რომელშიც უწყების უფროსის ყოფილი მოადგილე ვესტეროსშია" - წერს სააგენტო

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top