როცა აღგზნებული ხარ არაფერში გჭირდება POOSH - დეჯენერესი კარდაშიანებს დასცინის

ეს პერსონა

"რაში გჭირდება POOSH, როცა გაქვს SPLOOSH?" - POOSH კორტნი კარდაშიანის ახალი ბლოგი და კოსმეტიკური კომპანიაა, რომელსაც ელენ დეჯენერისმა ვიდეოთი დასცინა.

დეჯენერისის ვიდეოს მთავარი გმირი გამოგონილი პერსონაჟი კარლა კარდაშიანია. კომიკური და გამომწვევი ვიზუალის კარლა თავის ბრენდს SPLOOSH-ს არეკლამებს. SPLOOSH კი ჟარგონია და აღგზნებულ ქალს ნიშნავს.

კორტნი კარდაშიანის სექსისტურ მიდგომებზე ელენის ვიდეო ცივი წყლის გადასხმა იყო. POOSH ბაზარზე სწორედ ვულგარული ფოტოებით გამოჩნდა და მარკეტინგული კამპანიაც ქალის სიშიშვლეზე ააგო.

ამ ყველაფერზე კი კორტნის რეაქცია ასეთი იყო - "OMG! შესანიშნავია!"

 

View this post on Instagram

@KourtneyKardash has @POOSH. Karla has SPLOOSH.

A post shared by Ellen (@theellenshow) on

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top