ოთხი ფაქტი, რომელიც ნუკი კოშკელიშვილის მსოფლმხედველობას გაგაცნობთ

ეს პერსონა

ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამზე სვეტიცხოველში გადაღებულ ფოტოს და რელიგიაზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.

გაგაცნობთ 4 მნიშვნელოვან ფაქტს, რომლესაც ნუკი თავის სტატუსში გვაცნობს:

1. ნუკი თანამედროვე და პროგრესულად მოაზროვნეა. ამიტომაც მისი აზრები ხშირად განსხვავდება უმრავლესობისგან.

2. როცა საკითხი რელიგიას ეხება, ის ადეკვატურად კონსერვატიულია. 

3. ის ეთანხმება აზრს - თუ მოზარდებს მივანდობთ რელიგიის არჩევის უფლებას, მაშინ გაქრება რელიგია, ტრადიციები და ყველაფერი.

4. ნუკის მიაჩნია, რომ ათეიზმი რელიგიაა.

 

View this post on Instagram

ქრისტე აღდგა!!!! გილოცავთ, ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი. იცით მე საკმაოდ თანამედროვე და პროგრესული აზროვნების ვარ და ხშირად ჩემი აზრი განსხვავდება უმრავლესობისგან. თუმცა როცა საკითხი რელიგიას ეხება, ადეკვატურად კოსერვატიული ვარ. რელიგია ჩვენი ქვეყნის და ერის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიას პატივი ვცეთ და გავუფრთხილდეთ. სულ ცოტა ხნის წინ კამათს შევესწარი. ერთი იძახდა, ბავშვს არ მინდა თავზე მოვახვიო ჩემი ფასეულობებიო, გაიზრდება და თავად გადაწყვიტოს ქრისტინია თუ ბუდისტი(თითქოს დავეთანხმე), მერე ვისთანაც კამათობდა მისი არგუმენტი გავიგე და შემრცხვა რომ პირველს კინაღამ დავეთანხმე. ასე ყველამ თუ მიანდო გადაწყვეტილება მოზარდსო, საერთოდ გაქრება რელიგია, ტრადიცია, ყველაფერი. ბავშვს უნდა თავიდანვე შთაუნერგო სწორი ფასეულობები, სხვა საკითხია მიყვება თუ არა, მაგრამ როგორც მშობელი ვალდებულები ვართ გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციებს და წესებს. ტყუილად არ არის “მამული, ენა და სარწმუნეობა”. ახლა ემიგრაციაში ათასჯერ უფრო მეტად ვხვდები რამხელა!!!! მნიშვნელობა აქვს ამ სამს, ეს ის არის რაც ჩვენს მერე დარჩება და ყველაზე ძალიან გასაფრთხილებელია. მხოლოდ კვერცხს და ჭიქა ღვინოს ნუ მივუჭახუნებთ. ერთი წუთი დავუთმოთ ამ დღესასწაულის აღსნას ჩვენი შვილების თვის. სულაც თუ ათეისტები ხართ (რაც ასევე რელიგია), საჭიროა ჩვენმა შვილებმა იცოდნენ აღდგომის შესახებ... #აღდგომა

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official) on

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top