თბილისის "საბურთალო" ზაგრებშიც უშანსოდ დამარცხდა

ეს პერსონა

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "საბურთალომ" "ზაგრების დინამოს" ღრსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 0-5 დამარცხდა. გუშინ, ხორვატიის დედაქალაქში გამართულ მატჩში "დონამოს" ერთი წუთითაც არ დაუყენებია ეჭქვეშ თავისი უპირატესობა და დამაჯერებლად 3-0 დაამარცხა თბილისური გუნდი. თბილისელებმა მხოლოდ 77-ე წუთამდე გაძლეს. 77-ე წუთზე მასპინძელთა შემტევმა მისლავ ორშიჩმა დააწინაურა მასპინძლები, 6 წუთში  ბრუნო პეტკოვიჩმა ანგარიში 2-0 გახადა, ხოლო მატჩს წერტილი დანიელ ოლმომ დაუსვა. ამრიგად თბილისის "საბურთალო" ევროპა ლიგაში გადმოერთო. უკვე ცნობილია მისი მეტოქეც, თბილისური გუნდი ერევნის "არარატს" შეხვდება. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top