ევროპის ათი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების 15 წლისთავს აღნიშნავს

ეს პერსონა

ლიეტუვისა და ევროპის სხვა ცხრა ქვეყანის ევროკავშირში გაწევრიანებიდან 15 წელი გავიდა.

2004 წლის პირველ მაისს ევროკავშირს შეუერთდა 10 ქვეყანა: ლიტვა, ლატვია ესტონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, პოლონეთი, მალტა და კვიპროსი. ევროკავშირის წევრთა რაოდენობა გაიზარდა 25-მდე. ევროკავშირის მეხუთე გაფართოების მიზანი იყო საბჭოთა მმართველო ბისგან გათავისუფლებული აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების განვითარება და დასავლეთევროპული ცხოვრების დონისთვის მიღწევა ევროკავშირში მიღების საშუალებით.

"დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მე-15 წელს ევროკავშირში! ევროპა არის ადგილი სადაც გადავაადგილდებით თავისუფლად, სწრაფად ვიზრდებით და ვითარდებით, ვგრძნობთ თავს უსაფრთხოდ, აღმოვაჩენთ, ვსწავლობთ, ვაფასებთ ჩვენს ტრადიციებს და საერთო ღირებულებებს! დღეს ცვენ თავისუფლად ვამბობთ - ჩემი ევროპა!" - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტვიტერზე.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top