"ევოლუშენ გეიმინგის" თანამშრომლები გაიფიცნენ და დღეს აქციას გამართავენ

ეს პერსონა

"ევოლუშენ გეიმინგის" თანამშრომლები ხელფასის მატების მოთხოვნით გაიფიცნენ. უკვე თვეზე მეტია კომპანია "ევოლუშენ გეიმინგის" თანამშრომლები კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში ხელფასის მატებას ითხოვენ. აღნიშნულის პასუხად დამსაქმებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ათამდე თანამშრომელი, რადგან უშედეგო აღმოჩნდა ცდა, რომ პრობლემა მშვიდობიანი მეთოდებით გადაწყვეტილიყო, შესაბამისად დასაქმებულებმა გადაწყვიტეს გაფიცულიყვნენ.

გაფიცულები დღეს 15:00 საათზე კომპანიის ოფისთან აქციას გამართავენ.  აქციას პროფკავშირების გაერთიანება შეუერთდება. მთავარი მოთხოვნა ხელფასების 25%-იანი მატებაა

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top