მაშველებმა თუშეთში დაღუპული 18 წლის ლევან შაბალაიძის ცხედარი იპოვეს

ეს პერსონა

მაშველებმა ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი მეშვიდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, მდინარე სტორში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარი ავტო საგზაო შემთხვევის შემდეგ სამაშველო საძიებო ოპერაცია დასრულებულია.

ხეობაში ამ ხნის განმავლობაში მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის სამმართველოს და მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფები.

0
1
1
82
6
კომენტარები
ეს პერსონა
Top