საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ილია ბერუაშვილს მიწის ნაკვეთს იუსტიციის სახლი არ ურეგისტრირებს

ეს პერსონა

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" სოციალურ ქსელში კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ილია ბერუაშვილის შესახებ "ამერიკის ხმის" სტატიას აზიარებს. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლი მოქალაქეს მიწის ნაკვეთს არ ურეგისტრირებს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მიწის ნაკვეთი ოკუპირებულია და შესაბამისად რეგისტრაციას ვერ მოახდენს. თუმცა მოქალაქემ სასამართლოში იდავა და პირველ ინსტანციაში საქმე წააგო, თუმცა  მეორე ინსტანცია მოიგო და მოქალაქე ახლა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. თუ გადაწყვეტილება ძალაში დარჩება იუსტიციის სამინისტრო ვალდებული იქნება დაარეგისტრიროს მიწის ნაკვეთზე ბერუაშვილის საკუთრება. ბერუაშვილის უფლებებს სასამართლოში სწორედ ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს 

 

0
0
0
0
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top