1 აგვისტოს "თბილისის დინამოს" თხოვნით მეტრო ღამის 12:00-მდე იმუშავებს

ეს პერსონა

1 აგვისტოს, მატჩის დღეს, თბილისის მეტროპოლიტენი ღამის 12.00 საათამდე იმუშავებს.  ქალაქის მერიამ გაითვალისწინა  კლუბის თხოვნა და გულშემატკივართა დიდი ინტერესი, ერთი საათით გადაწია მეტროპოლიტენის სამუშაო გრაფიკი, რათა გულშემატკივარს გაბალასთან მატჩის დასრულების შემდეგ უპრობლემოდ შეეძლოს ტრანსპორტით სარგებლობა. დინამო ამის გამო თბილისის მერიას მადლობას უხდის. შეგახსენებთ, რომ უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრა გაბალასთან ხვალ, დინამო არენაზე 21.00 საათზე დაიწყება

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top