„ნანა წადი“ - აქტივისტების პროტესტი ქუთაისის საკრებულოს სხდომზე

ეს პერსონა

ქუთაისის საკრებულოს სხდომა სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. „ნანა წადი“ – ამ შინაარსის პლაკატით სამოქალაქო აქტივისტები დეპუტატის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ნანა კოსტავას ყოფნას აპროტესტებენ. „დეპუტატი მუდმივად იყენებს შეურაცხმყოფელ ფრაზებს, ასევე სიძულვილის ენას. მისი ადგილი საკრებულოში არ არის“, – აცხადებს გვანცა თოთაძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ სიძულვილის ენა გამოიყენა, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top