ბათუმში არასრულწლოვანმა უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დაჭრა

ეს პერსონა

ბათუმში, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაჭრაში ბრალდებული 2001 წელს დაბადებული არასრულწლოვანია. დაჭრილები უზბეკეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მისი ვინაობა დაადგინა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილობრიოვების თქმით, დაჭრას წინ ხმაური და შელაპარაკება უძღოდა. 2 დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი შედარებით მძიმეა. მათ ჭრილობები ფეხისა და ხელის, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილებში აღენიშნებათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top